აგრო-საინვესტიციო სესხი - ახალი შეთავაზება ფერმერებს თიბისი ბანკისგან
საზოგადოება - 15:47, 05 Sep, 2016     2868
5 სექტემბერს, 14:00 საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც ისინი საზოგადოებას ახალ საბანკო პროდუქტს, აგრო-საინვესტიციო სესხს წარუდგენენ.

პირველად საქართველოში, თიბისი ბანკი და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრო სექტორში ჩართულ პირებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, უპრეცედენტო პროდუქტს - აგრო-საინვესტიციო სესხს სთავაზობენ, რომელიც პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში ხორციელდება.

20 000 ლარიდან 600 000 აშშ დოლარამდე საინვესტიციო სესხით სარგებლობა ფერმერებს მრავალწლიანი ბაღების გასაშენებლად, გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით შეუძლიათ. სესხის პროცენტს ნაწილობრივ ან სრულად დაფარავს სახელმწიფო. ფერმერი კი სესხის გადახდას მას შემდეგ დაიწყებს, როცა გაშენებული ბაღი მსხმოიარობაში შევა. საშეღავათო პერიოდი, რა დროსაც მსესხებელი სესხს არ იხდის, მაქსიმუმ 5 წელია.

ამ ეტაპზე აგრო-საინვესტიციო სესხი იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ფლობენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მინიმუმ 1 ჰექტარ ფართობს და დაინტერესებულები არიან მრავალწლიანი ნარგავების გაშენებით.

აგრო-საინვესტიციო სესხით სრულად დაფინანსდება ბაღის გაშენება და მისი შემდგომი მოვლა-ნარგაობის პროცესი სრულ მსხმოიარობამდე. პარალელურად, ფერმერს შეუძლია ისარგებლოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტით „დანერეგე მომავალი“, სადაც ის გრანტის სახით მიიღებს ნერგების ღირებულების მაქსიმუმ 70 % და სარწყავი სისტემის მაქსიმუმ 50 %-ს. სესხის აღების მსურველებმა უნდა მიაკითხონ თიბისი ბანკის ფილიალებს.

აგრო-საინვესტიციო სესხი ერთადერთი პროდუქტი არ არის, რომლითაც თიბისი ბანკი აგრობიზნესის განვითარების ხელშეწყობას ცდილობს. ბანკი 2013 წლიდან ჩართულია სახელმწიფო პროგრამებში - „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „აწარმოე საქართველოში”. აღნიშნული პროექტების ფარგლებში სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით თიბისი ბანკმა 8000-მდე მომხმარებელზე 320 მილიონი ლარის ოდენობის სესხი გასცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42