წარმატებული სპორტსმენის ნაყოფიერი კარიერული გზა
სპორტი - 14:24, 04 Sep, 2016     2011

მუხრან მაჭუტაძე ცნობილი ქართველი სპორტსმენი და თავის ასაკობრივ კატეგორიაში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული მოჭიდავეა. თავის დროზე, ვარჯიში ბათუმის ერთ–ერთ სპორტდარბაზში დაიწყო და ნელ–ნელა თავისი სპორტული კარიერა ისე განავითარა, რომ ჩვენი ქვეყანა საზღვარგარეთაც ბევრჯერ ასახელა და თავი კარგი მწვრთნელობითაც დაგვამახსოვრა.

მუხრან ნადიმის ძე მაჭუტაძე 1981 25 ივნისს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ აგარაში დაიბადა და 1987-1997 წლებში სოფელ ორთაბათუმის სკოლაში სწავლობდა, 1997-1999 წლებში კი _ თბილისის ოლიმპიური რეზერვების სკოლა-ინტერნატში, სადაც, როგორც აღნიშნავს, დიდი გამოცდილება მიიღო და მისთვის იქ გატარებული პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. თუმცა, მხოლოდ სპორტულ ცოდნას არ დასჯერდა და 2002-2007 წლებში მუხრანი კვლავ ბათუმს დაუბრუნდა, ამჯერად, უმაღლესი განათლების მისაღებად და ბათუმის შ.რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი იურისტ-ეკონომისტის კვალიფიკაციით დაამთავრა. როგორც აღნიშნავს, ამ პროფესიით არასდროს უმუშავია, მისი მთავარი საქმიანობის სფერო ყოველთვის სპორტი იყო და ასეც გრძელდება, თუმცა, უმაღლესმა სასწავლებელმა მას, რა თქმა უნდა, ბევრი რამ შესძინა, რაც სპორტსა და ცხოვრებაში ერთნაირად გამოსადეგია.

მუხრანის სპორტით გატაცება 1996 წელს ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობით დაიწყო. მისი პირველი მწვრთნელი ილო ტუღუში გახლდათ, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა მუხრანის არამხოლოდ როგორც სპორტსმენის, არამედ, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში. სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში მუხრან მაჭუტაძე შვიდგზის საქართველოს ჩემპიონია, ასევე, არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. სპორტის ამ უძველეს და პოპულარულ სახობაში თავიდანვე აქტიურად ჩაება. თავდაპირველად, სკოლებს შორის შეჯიბრებებში წარმატებით ასპარეზობდა. თბილისის ოლიმპიური რეზერვების სკოლა-ინტერნატში, რომელიც მოჭიდავეების აღზრდას ემსახურებოდა, მუხრანმა თავისი კარგი ყოფაქცევითა და შესაშური ფიზიკური მომზადების წყალობით თავი არაერთხელ გამოიჩინა. წარმატება და დადებითი შედეგებიც ნელ–ნელა მოდიოდა –თავისი ღირსეული ასპარეზობით საქართველო ბევრგან ასახელა _ ახალგაზრდებში, დიდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, საერთაშორისო ტურნირებზე, ბევრი ჯილდოსა და სიგელის მფლობელია. მოგეხსენებათ, თუ რა რთულია ამა თუ იმ სერიოზულ, მასშტაბურ შეჯიბრებაზე მოხვედრა და იქ მხოლოდ საუკეთესოები, საკუთარ ქვეყანაში წარმატებული სპორტსმენები ასპარეზობენ. სწორედ ასეთია მუხრან მაჭუტაძეც.

მუხრანის კარიერაზე საუბრისას, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მისი სხვა, დადებითი მხარეების შესახებ. იგი შეჯიბრებებში ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით, შემართებითა და ჟინით გამოირჩევა, საინტერესოა ჭიდაობის მისეული სტილიც, მანერა, რომელშიც მისი ინდივიდუალიზმი ნათლად ჩანს. წარმატებული სპორტსმენობისა და ნიჭიერების გარდა, მუხრან მაჭუტაძე ღირსეული პიროვნული თვისებებითაა დაჯილდოვებული და გარშემომყოფებში ყოველთვის პატივისცემასა და კეთილგანწყობას იმსახურებს, გულშემატკივარს ის ძალიან მოსწონს. სპორტულ წრეებში გავლენიანი ადამიანებისგან არაერთხელ მსმენია, რომ იგი ძალიან მოწესრიგებული, კომუნიკაბელური, პატიოსანი, მეგობრული და მშრომელი პიროვნებაა, სხვებზე ზრუნვა და მათი დახმარება უყვარს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. ალბათ ესეცაა ერთ–ერთი მიზეზი იმისა, რომ მან მწვრთნელისა და მსაჯის ამპლუაც ასე კარგად შეითავსა. 2013 წლიდან მუხრან მაჭუტაძემ საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში ახალგაზრდული ნაკრების (ბერძნულ-რომაული სტილი) მწვრთნელის ასისტენტად დაიწყო მუშაობა, ხოლო 2014 წელს უკვე უფროს მწვრთნელად.

მუხრანის იქ მუშაობის პერიოდში, ახალგაზრდულ ნაკრებს საერთაშორისო ტურნირებზე გუნდურ პირველობაში უმეტეს წილად უმაღლესი შედეგები ჰქონდა, ხოლო 2015-2016 წლებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე უმაღლესი შედეგი აჩვენეს, თანაც ორგზის, რაც უპრეცენდენტო შემთხვევა იყო და არსად, არცერთ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. კერძოდ, 2015 წელს თურქეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 4 ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ასევე, გუნდური პირველი ადგილი. 2015 წელს, ბრაზილიაში, სალვადორში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კი 2 ოქრო და 4 ბრინჯაო, აქაც გუნდური პირველი ადგილი. მკითხველი დამეთანხმება, რომ ეს შესანიშნავი შედეგია, რომელიც გარდა, სპორტსმენების მონდომებისა, ცხადია, მათი მწვრთნელების დამსახურებაა.

სპორტსმენებისთვის ნაყოფიერი იყო 2016 წელიც, რუმინეთში ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენმა სპორტსმენებმა 3 ოქრო 2 ვერცხლი 1 ბრინჯაო, გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს. ამავე წელს, საფრანგეთში, მაკონში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კი 4 ოქრო, 1 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, მუხრანის პირადი მოსწავლე _ დავით ჩხარტიშვილი ევროპის ჩემპიონატზე ჯერ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ხოლო ორი თვის თავზე, უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალოსანი გახდა.

2015-2016 წლებში მუხრან მაჭუტაძე თურქეთში, ქალაქ რიზეში, ჭიდაობის კლუბ "ჩაკურში" იყო მიწვეული მწვრთნელად, გამოცდილების გაზიარების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან მაჭუტაძე პარალელურად მსაჯის რანგშიც მუშაობდა. მონაწილეობდა როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ტურნირებზე. მიღებული აქვს მრავალი მადლობის სიგელი საუკეთესო მსაჯობისთვის. 2015-2016 წლებში მუხრანი დასახელებულია საუკეთესო მწვრთნელად.

აღსანიშნავია, რომ 66 კგ. წონითი კატეგორია, რომელშიც მუხრან მაჭუტაძე ბერძნულ–რომაულ სტილში გამოდის, ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული წონაა სპორტის იმ სახეობაში, რომელშიც უძლიერესი მამაკაცები ერკინებიან ერთმანეთს.

ნინი გოგვაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42