შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილის ოჯახის წევრები მის კავშირს სოსო ჯოხაძის მკვლელობასთან გამორიცხავენ. იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით დაკავებული ფეიქრიშვილის ოჯახი აცხადებს, რომ მას იარაღი თავად სამართალდამცველებმა ჩაუდეს.
ფეიქრიშვილის ოჯახი დაკავების მომენტს იხსენებს და აცხადებს, რომ ნიღბიანებმა კარი ჩამოაგდეს, ოჯახის დიასახლსს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ფეიქრიშვილის დედა ამბობს, რომ მას თავში კონდახი ჩაარტყეს.
ისინი ამბობენ, რომ გიორგი ფეიქრიშვილისთვის იარაღის ჩადების ფაქტი თავად დაინახეს.
გიორგი ფეიქრიშვილი ბოლო 2 წელიწადში უკვე მეორედ დააკავეს. მას იარაღის უკანონოდ ტარებაში სდებდნენ ბრალს, თუმცა, ის ცოტა ხნის წინ ის სასამართლომ გაამართლა.
ამჯერად მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა ედება ბრალად, გარდა ამისა სამართალდამცველები ფეიქრიშვილს სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების შეხვასაც ედავებიან.
მასალის გამოყენების პირობები