ირაკლი ლექვინაძე ვარკეთილის მესამე მასივის მოსახლეობას შეხვდა
საზოგადოება - 11:48, 04 Sep, 2016     1775

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ვარკეთილის მესამე მასივის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი და ავარიული კორპუსის მცხოვრებლები, რომლებსაც თბილისის მერია ბინის ქირით უზრუნველყოფს.

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ვარკეთილის მესამე მასივის მცხოვრებლებს წარედგინათ შეთავაზება საცხოვრისით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის მიერ დამუშავებულია პროექტი, რომლის მიხედვითაც დაინტერესებული ინვესტორებისთვის მოქნილი პირობებია, ავარიულის ნაცვლად ახალი კორპუსები ააშენონ და მოსახლეობა დაკმაყოფილდეს. ამ მიზნით, მესამე მასივში შერჩეულია 3 ჰექტარი მოცულობის მუნიციპალური ტერიტორია, სადაც აღნიშნული მშენებლობები უნდა განვითარდეს. ამ დროსათვის მიმდინარეობს 3 ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანების გეგმის შემუშავება, რომლის შემდეგაც შესაძლებელი იქნება პირობიანი აუქციონის გამოცხადება.

„დღეს გვქონდა შეხვედრა თბილისის მერიაში ვარკეთილის მესამე მასივის მოსახლეობასთან. ჩვენ გვქონდა საინტერესო შეთავაზება მათთვის, რაც გულისხმობს არსებული ავარიული კორპუსების ჩანაცვლებას და ინვესტორისთვის ისეთი პირობების შეთავაზებას, რომლის სანაცვლოდაც ის ააშენებს ახალ კორპუსს, სადაც ამ ადამიანების გადაყვანა მოხდება. პროექტი დამუშავების პროცესშია და ინვესტორებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით, მომავალი წლიდან საკონკურსო პირობებით ამოქმედდება“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, აღნიშნული თემა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური სპეკულაციის საგნად იქცა.

„არჩევნებთან დაკავშირებით ეს საკითხი აქტუალური გახდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია უპასუხისმგებლოდ ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს, ისინი ამ პრობლემას მოაგვარებენ, თუმცა ეს ასე მარტივი არ არის. ამას სჭირდება დრო. დღეს ჩვენი საქმიანი შეხვედრა ემსახურება არა რაღაც იდეების წარმოდგენას, არამედ კონკრეტულ შეთავაზებას“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42