,,პოლიციის თანამშრომელმა მითხრა, ნონა გააჩერეო...“ - დემურ სტურუას დედა ცემეს
საზოგადოება - 15:17, 03 Sep, 2016     22991
სამტრედიის რაიონის, სოფელ დაფნარში გარდაცვლილი 22 წლის დემურ სტურუას დედა მამაკაცმა სცემა. გავრცელებული ინფორმაციით, ნონა ჯოჯუას მამაკაცი პოლიციის მხრიდან შანტაჟის გამო ფიზიკურად გაუსწორდა.

,,ნიუპოსტი“ დემურ სტურუას დედას დაუკავშირდა. ნონა ჯოჯუა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მამაკაცი, რომელის მას ფიზიკურად გაუსწორდა დათო ნაცვლიშვილია, რომელიც პროკურატურაში მოწმედ იყო გამოძახებული.

,,ნასვამ მდგომარეობაში იყო და არუნდოდა გამოჩენა პროკურატურასთან, ამის გულისთვის მომივარდა და მცემა. სანამ ჩემ შვილს დავასაფლავებდით მოწმედ იყო გამოძახებული. პოლიციის თანამშრომელი სერგო შენგელია იყო მოსული და ასე მითხრაო ნონა გააჩერეო. სწორედ ამაზე არის გაბრაზებული. ვეჩხუბე ტელეფონზე, მირეკავდა მაგინებდა. მერე აღარ ვპასუხობდი და გუშინ მომივარდა და მცემა“ - აცხადებს ნონა ჯოჯუა.

მომხდართან დაკავშირებით ,,ნიუპოსტი“ შს სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ცემის ფაქტზე აღძრულია საქმე 125-ე მუხლით. ხოლო რაც შეეხება დეტალებს, შსს არ ადასტურებს პოლიციის მხრიდან შანტაჟის ფაქტს. ,,გამოძიების ინფორმაციით, ნონა ჯოლოგუას მის ნაცნობ მამაკაცთან პირად საქმეზე მოუვიდა უთანხმოება“ - განუცხადეს ,,ნიუპოსტ“ შს სამინისტროს პრესცენტრში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42