სოციალურ ქსელში ვაკეში მომხდარი მკველობის პირველი კადრები ვრცელდება. კადრებში ჩანს მამაკაცი, რომელსაც თავზე მაისური აქვს მოხვეული. ის "რეინჯ როვერის" მარკის მიმავალ ავტომობილს უახლოვდება და რამდენიმე გასროლას ახორციელებს.
ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების კვეთაზე სოსო ჯოხაძე ავტომობილში ჩაცხრილეს. მასთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა ზაქარია ჩიბუხაშვილიც, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, გულმკერდის არეშია დაჭრილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.
თვითმხილველების თქმით, ვაკეში გაჩერებული მანქანის მიმართულებით ერთმა პირმა რამდენჯერმე გაისროლა და ადგილიდან მიიმალა თავდამსხმელს სახეზე მაისური ჰქონდა მოხვეული.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით).
მასალის გამოყენების პირობები