თბილისში საერთაშორისო ინტელექტუალური ფესტივალის ღია თასი ტარდება
საზოგადოება - 15:13, 02 Sep, 2016     2095
2-4 სექტემბერს, თბილისი, ინტელექტუალური ფესტივალის „რა? სად? როდის?“ პირველ საერთაშორისო ღია თასს მასპინძლობს.

თბილისის ზღვის ახალ ქალაქში, სასტუმრო „ჰოთელს ენდ პრეფერანსში“, ფესტივალის გახსნის ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასთან, ერთად დაესწრო. დავით ნარმანიამ კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა.

„მას შემდეგ, რაც გასულ წელს წარმატებით ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში, საფუძველი ჩაეყარა ფესტივალის თბილისში ყოველწლიურად ჩატარების ტრადიციას. ფესტივალის ჩვენს დედაქალაქში გამართვა მნიშვნელოვანია განათლების და, საერთოდ, ქალაქის პოპულარიზაციისთვის, რადგან ჩამოდის ბევრი უცხოელი მონაწილე და ფესტივალში მონაწილეობის გარდა ეცნობა ქალაქს. თბილისის მერია აღნიშნულ პროექტს მხარს ყოველწლიურად დაუჭერს“ - განაცხადა თბილისის მერმა.

ფესტივალში 14 ქვეყნის 400-მდე მოაზროვნე მონაწილეობს.

საქართველოს ღირსებას ფესტივალზე 25 გუნდი დაიცავს. მათ შორის, დავით რაფავას, გიორგი ბაქრაძის, ბესიკ ბუთურიშვილის, დავით სიჭინავას და ალექსანდრე თარხან-მოურავის ნაკრები. ფესტივალის გამარჯვებული მსოფლიოს მე-14 ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. ჩემპიონატი 11-13 ნოემბერს სომხეთში გაიმართება.

„რა? სად? როდის?“ გარდა, ღონისძიების პროგრამაშია ინტელექტუალური თამაშები „ჯეოპარდი” და „ხამსა“.

საერთაშორისო ინტელექტუალურ ტურნირს, 4 სექტემბერს, ნიკო ფიროსმანის მუზეუმი უმასპინძლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42