რა მდგომარეობაა აჭარაში სტიქიური მოვლენების შემდეგ
საზოგადოება - 10:10, 02 Sep, 2016     6087
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიური მოვლენებით დაზიანებული ობიექტებიმუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად შემოიარა.

უხვმა ნალექმა ხელვჩაურში რამდენიმე ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთში განმეორებითი მეწყერული მოვლენები გამოიწვია, გზებზე განვითარდა ნიაღვარი და ქვათაცვენა.მნიშვნელოვნად დაზიანდა 6 სოფელი.

სტიქიას მსხვერპლი მოყვა სოფელ თხილნარში. საკალმახე მეურნების გაწმენდის დროს ადიდებულმა წყალმა 28 წლის მამაკაცი ჩაიყოლა. ცხედარი რამდენიმე საათში ზღვამახალი ბულვარის ტერიტორიაზე გამორიყა. ზურაბ პატარაძემ გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

სოფელ ერგეში, ბაშკო-ეკალაურის უბანში მცხოვრები 30-მდე ოჯახი ადიდებულმა ღელემ გარესამყაროს მოწყვიტა. ხიდის მშენებლობისათვის ხელვაჩაურისმუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარია გამოყოფილი.

ამ მომენტისთვის ცხელ ხაზზე ასამდე ზარია შესული და მათზე რეაგირება აქტიურად ხორციელდება.

1 სექტემბრის ღამით აჭარის ზღვისპირა ზოლში მოსულმა უხვმა ნალექმა მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დატბორვა და მეწყერული მოვლენები გამოიწვია. ღამისგანმავლობაში მუშაობდა საგანგებო შტაბები მუნიციპალიტეტებში. შესაბამისი სამსახურები დღის მანძილზეც აქტიურად აგრძელებდნენ სტიქიისგან მიყენებული ზიანისაღმოფხვრას.

ამ დროისათვის აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე.საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ არის.

შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ზარალი უმნიშვნელოა. ქობულეთსა და ხელვაჩაურში კი ზარალის დათვლა დაწყებულია და უახლოეს დღეებში გახდებაცნობილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42