,,პური უნდა ხალხს... ნაგვის ურნაში ეძებენ საჭმელს“ - ოზურგეთში უფასო სასადილო ბენეფიციალებს დაკეტილი დახვდათ
საზოგადოება - 18:48, 01 Sep, 2016     3116
ოზურგეთში უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებმა კუთვნილი ულუფის მიღება ვერ მოახერხეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ადგილზე მისულებს კარები დახურული დახვდათ.

როგორც ბენეფიციარები "გურიის მოამბესთან" აცხადებენ, ისინი წინასწარ არავის გაუფრთხილებია და ადგილზე მისულებს ლოდინი დიდხანს მოუწიათ. მოგვიანებით გაიგეს, რომ ტენდერის გამოცხადების გამო უფასო სადადილო დღეს არ იმუშავებდა:

"დღეს მოვედი, მინდოდა კუთვნილი საჭმელი მიმეღო, მაგრამ კარები დახურული დამხვდა. ადგილზეც არავინ იყო, რომ მიზეზი მეკითხა. მას შემდეგ აქ ვდგევარ. ასე როგორ შეიძლება? მერე გავიგეთ, რომ უფროსი შეცვალესო და ამ მიზეზის გამო შესაძლოა საჭმელის მიღება ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ ვერ მოვახერხოთ."- გვითხრა ერთ-ერთმა ბენეფიციარმა.

"ჩვენი მოთხოვნაა დააბრუნონ ძველი უფროსი, არ გვჭირდება ჩვენ ახალი, ძალიან კარგი კაცია ოლეგი და დაგვიტოვონ ის. რა დროს ტენდერის გამოცხადება და უფროსის შეცვლა იქნებოდა ახლა, ეს რომ არ ექნათ, დღეს საჭმელის გარეშე არ დავრჩებოდით"- გვითხრა მეორე ბენეფიციარმა.

"არ გვაინტერესებს ჩვენ უფროსი, ვინც უნდათ ის დანიშნონ, საჭმელი მოგვცენ რაც მთავარია. ტენდერიც დროულად უნდა გამოაცხადონ, რომ ეს პრობლემა არ შეგვექმნას. არ ვიცით რატომ არაა სასადილო ღია, არავინ არ შეგვხვდა. ავადმყოფი ბავშვი ჰყავს რამდენს, პური უნდა ხალხს, ამით ვარჩენთ რამდენი შვილებს და ვერ მივიღეთ. პური მაინც მიეღოთ და დაერიგებინათ ხალხისთვის, პურის ფული რომ არ აქვს ხალხს, ნაგვის ურნაში ეძებენ საჭმელს. დღესაც ასე უნდა მოვიქცეთ ნეტავ?"- აცხადებდნენ განაწყენებული ბენეფიციარები " გურიის მოამბესთან".

"მზრუნველობამოკლებულთა სასადილოში კვების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ტენდერში ამჯერად ახალმა შპს-მ გაიმარჯვა. შპს-ს, კანონის თანახმად, გამარჯვებულის გამოვლენის დღიდან, ხელშეკრულების გასაფორმებლად, ვადად 3 სამუშაო დღე ეძლევა. თუმცა ვინაიდან საქმე ეხება სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს, ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახური ესაუბრა გამარჯვებულ ფირმას და მოლაპარაკების საფუძველზე ხელშეკრულება ხვალ გაფორმდება და ბენეფიციარებს სასადილოს მომსახურების მიღება ხვალიდანვე შეეძლებათ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული ცვლილების შესახებ სასადილოს ბენეფიციარებს იმ დღესვე ეცნობათ. შესაბამისად, ისინი საქმის კურსში იყვნენ, რომ 2 დღის მანძილზე სასადილო არ იმუშავებდა. უკვე ხვალიდან კი ბენეფიციარები სასადილოს სერვისით ჩვეულ რეჟიმში ისარგებლებენ."- გვპასუხობენ ქალაქის მერიაში.


წყარო: გურიის მოამბე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42