4 სექტემბერს თბილისში ლიანა ისაკაძის საიუბილეო გალა-კონცერტი გაიმართება
საზოგადოება - 15:59, 01 Sep, 2016     1304

ბათუმი-თბილისის მე-8 საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, 4 სექტემბერს, ლიანა ისაკაძის საიუბილეო გალა კონცერტით დასრულდება.

საღამო თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება და მასში მსოფლიო კამერული ანსამბლი “ვირტუოზები”, ლიანა ისაკაძე, თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო), სერგეი ბაბაიანი (ფორტეპიანო), ვიქტორ ტრეტიაკოვი (ვიოლინო), ნატალია ლიხოპოი (ვიოლინო), აიმან მუსახაჯაევა (ვიოლინო), ვლადიმერ ტარასოვი (დრამი) მონაწილეობენ. კონცერტს უდირიჟორებენ ლიანა ისაკაძე და ცეზარ ალვარესი (ესპანეთი).

„2014 წლის შემოდგომიდან „ღამის სერენადები“, პარალელურად, თბილისშიც იმართება. ღონისძიებისადმი ინტერესი ყოველწლიურად მატულობს. ძალიან საინტერესო ფესტივალია და მსმენელი დიდ სიამოვნებას იღებს. სწორედ ამიტომ, თბილისის მერია ამ ღონისძიების აქტიური მხარდამჭერია. წლევანდელი ღონისძიება გამორჩეულია იმითაც, რომ ქალბატონი ლიანა ისაკაძის საიუბილეო თარიღს ემთხვევა და მსმენელი განსხვავებულ პროგრამას მოისმენს“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე.

საიუბილეო გალა-კონცერტამდე, 2 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „ბილთმორიში“ გაიმართება საქველმოქმედო საღამო. 3 სექტემბერს კი რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში მოეწყობა ლიანა ისაკაძის შესახებ გადაღებული ფილმის პირველი სერიის ჩვენება. (რეჟისორი - ალექსანდრე ვახტანგოვი).

ბათუმი-თბილისის me-8 საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 27-28 აგვისტოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით, პროექტის Check In Georgia-ს ფარგლებში, ბათუმში გაიხსნა. შემდეგი კონცერტი 30 აგვისტოს ანაკლიაში ჩატარდა. ეს იყო ლიანა ისაკაძისა და მისი მეგობრების მუსიკალური გზავნილი აფხაზეთში, სადაც 1982 წელს საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ პირველად ჩატარდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, აღდგა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42