"ყაზბეგის მარათონი 2016"- 4 სექტემბერს გაიმართება
საზოგადოება - 10:04, 01 Sep, 2016     2381
2016 წლის 4 სექტემბერს საქართველოში, დაბა სტეფანწმინდაში, რიგით მეშვიდე “ყაზბეგის მარათონი” ჩატარდება.

მარათონი იმართება ზღვის დონიდან 1700-2200 მეტრ სიმაღლეზე, დიდი კავკასიონის გრანდიოზული ხედებისა და მყინვარწვერის ფონზე. აღსანიშნავია, რომ “ყაზბეგის მარათონი” შესულია მსოფლიოს სათავგადასავლო მარათონების სიაში.

მარათონი მოიცავს 5 დისტანციას : სამოყვარულო გარბენი – 8 კმ, ნახევარ მარათონი – 21 კმ, სრული მარათონი – 42 კმ, გუნდური შეჯიბრი მარათონული ესტაფეტა – 42 კმ და ბავშვთა გარბენი – 0.4 კმ.

მარათონში უკვე დარეგისტრირებულია 400-მდე მორბენალი მსოფლიოს 34 ქვეყნიდან. მონაწილეებს შორის არიან წარმატებული ქართველი ბიზნესმენები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, უცხოელი ტურისტები, ქართული კომპანიების გუნდები.

“ყაზბეგის მარათონი” საქველმოქმედოა. მისი სლოგანია “ბავშვთა ლეუკემია განკურნებადია”. შემოსული თანხა ერიცხება “მშობელთა სახლს”, რომელიც ხანგრძლივი მკურნალობის ქვეშ მყოფი რეგიონებიდან ჩამოსული პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის არის განკუთვნილი.

3 სექტემბერს, მარათონის წინა დღეს, მორბენლებს საშუალება ეძლევათ ისიამოვნონ ტრადიციული პასტა ფართით სასტუმრო რუმს ყაზბეგში და გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და შთაბეჭდილებები. მარათონის დასრულების შემდეგ კი თითოეული მორბენალი სპორტული მასაჟით ისარგებლებს.

ყველა ფინიშთან მისული მარათონელი მედლითა და სერტიფიკატით დაჯილდოვდება. გამარჯვებულთათვის კი დაწესებულია მრავალფეროვანი პრიზები.

მარათონის ორგანიზატორია ტურისტული სააგენტო “ვიზიტ ჯორჯია”.

მარათონის მხარდამჭერები: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი.

მარათონის მასპინძელი სასტუმრო: Rooms Hotel Kazbegi

წყლის სპონსორი : კომპანია აქვა გეო

მორბენალთა ნომრის სპონსორი: SMS Frankfurt Group

მედია პარტნიორები : რადიო Jako FM და Caucasus Business Week

ყაზბეგის მარათონში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაციის გავლა მარათონის ვებ გვერდზე www.kazbegi-marathon.com 1ელ სექტემბრამდეა შესაძლებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42