ომბუდსმენი ქედის საკრებულოს წევრების სექსისტურ გამონათქვამებს გამოეხმაურა
საზოგადოება - 22:38, 31 Aug, 2016     2169

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2016 წლის 26 აგვისტოს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართული სხდომის დასრულების შემდეგ, ქალებს სხდომათა დარბაზის დატოვება მოსთხოვეს.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე სხდომის დასრულებისთანავე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ბაქარ ბარამიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან ცინცაძეს უთხრა, „მამაკაცები დავრჩეთ, შეკითხვები მაქვს–ო“ და დარბაზიდან ქალების გასვლა მოითხოვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქედის საკრებულოში 24 დეპუტატიდან მხოლოდ ორი ქალია.

„პირადი საკითხები იყო გასარკვევი და დასალაპარაკებელი მამაკაცებში, სხვა არაფერი, არ იყო იქ ქალბატონების ყოფნა საჭირო“ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ მედიასთან საუბარში.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირების აუცილებელი წინაპირობაა; შესაბამისად, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ამ ამოცანის განხორციელებას. მსგავსი დამოკიდებულება აძლიერებს და ახალისებს უარყოფით სტერეოტიპებს ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების მონაწილეობასთან დაკავშირებით, ქმნის საფრთხეს, რომ ისინი მომავალში, სქესის გამო, უფრო მეტად დაექვემდებარებიან დისკრიმინაციას.

საკრებულოს სხდომათა დარბაზი არის პოლიტიკური ფორუმი, სადაც მიმდინარეობს პოლიტიკური დებატები და რომელში მონაწილეობის უფლება აქვს საკრებულოს ყველა წევრს, მათი სქესის მიუხედავად. დაუშვებელია, მამრობითი სქესის წარმომადგენელი დეპუტატების მიერ პოლიტიკური ფორუმი აღქმული იყოს როგორც პირადი სივრცე, სადაც შეეძლებათ ქალებს პოლიტიკური დებატების დატოვება მოსთხოვონ. შესაბამისად, ვერანაირი მიზეზი ვერ გაამართლებს ქალების დარბაზიდან გასვლის მოთხოვნას.

სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა და გენდერული თანასწორობის მიღწევა კვლავ გამოწვევას წარმოადგენს. სახელმწიფოს მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, რიგ სფეროებში არსებული მდგომარეობა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე არსებულ საკანონმდებლო ორგანოში, რომლის საქმიანობის ეფექტურად წარმართვა მუნიციპალურ დონეზე მოქალაქეთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და ადამიანის უფლებების დაცვას უნდა ემსახურებოდეს.

გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ საქართველოს მიმართ 2014 წელს გაკეთებული რეკომენდაციების თანახმად, საქართველოში ჯერ კიდევ საფუძვლიანად არის გამჯდარი სტერეოტიპული დამოკიდებულება ქალთა საზოგადოებრივი როლის შესახებ. კომიტეტი სახელმწიფოს მოუწოდებს, უზრუნველყოს ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, განსაკუთრებით, მენეჯერულ პოზიციებზე, მათ შორის, ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებში.

სახალხო დამცველი მიმართავს ქედის საკრებულოს დეპუტატ ბაქარ ბარამიძეს, მომავალში თავი შეიკავოს სექსისტური განცხადებებისგან; ასევე მოუწოდებს ქედის საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან ცინცაძეს, თავი შეიკავოს გენდერული სტერეოტიპების შემცველი განცხადებებისაგან, აღმოფხვრას მსგავსი მოწოდებები საკრებულოს სხდომებზე და ხელი შეუწყოს თანასწორი გარემოს ჩამოყალიბებას. ასევე, სახალხო დამცველი მიმართავს, საქართველოს მასშტაბით ყველა საკრებულოს თავმჯდომარეს, საქმიანობა წარმართონ თანასწორობის პრინციპის დაცვით და სექსისტური გამონათქვამების წინააღმდეგ მიიღონ პრევენციული ზომები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42