საქართველოს ნაკრებს პირველ, 31 აგვისტოს გასამართ მატჩში, სავარაუდოდ მაიკლ დიქსონი ვერ დაეხმარება, რომელსაც მუხლის ტრავმა აქვს. 31 აგვისტოს ალბანეთთან ითამაშებს თორნიკე შენგელია, რომელსაც ფეხი აწუხებდა და ბოლო 2 მატჩი გამოტოვა.
საქართველოსა და ალბანეთის მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში (26 მაისის მოედანი) 31 აგვისტოს, 19:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები
1.გიორგი შარაბიძე (ცენტრი)
2. ბესიკ ლეჟავა (უკანახაზელი)
3. მაიკლ დიქსონი (უკანახაზელი)
5. ლუკა ზაქრაძე (უკანახაზელი)
6. ანატოლი ბოისა (უკანახ/ფორვ.)
7. ზაზა ფაჩულია (ცენტრი)
8. გიორგი ცინცაძე (უკანახაზელი)
9. გიორგი შერმადინი (ცენტრი)
10. დუდა სანაძე (უკანახ/ფორვ.)
13. ვიქტორ სანიკიძე (ფორვარდი)
15. ბექა ბურჯანაძე (ფორვარდი)
16. კახა ჯინჭარაძე (უკანახ/ფორვ)
23. თორნიკე შენგელია (ფორვარდი)
33. ბექა ბექაური (ფორვ/ცენტრი)
მწვრთნელი: ილიას ზუროსი
თანაშემწეები: კოტე ტუღუში, ირაკლი ხოშტარია, იურიცა გოლემაცი, ტიხომირ ბუიანი, მილოშ გლიგორივიჩი
ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე გასასვლელად საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 3 მეტოქე ჰყავს - ალბანეთი, სლოვაკეთი და მონტენეგრო. ამ ნაკრებებთან საქართველოს ეროვნული გუნდი შემდეგი თანმიმდევრობით გამართავს მატჩებს:
31 აგვისტო: საქართველო ალბანეთი (თბილისი)
3 სექტემბერი: სლოვაკეთი- საქართველო (ბრატისლავა)
7 სექტემბერი: საქართველო-მონტენეგრო (თბილისი)
10 სექტემბერი: ალბანეთი- საქართველო (ტირანა)
14 სექტემბერი: საქართველო- სლოვაკეთი (თბილისი)
17 სექტემბერი: მონტენეგრო საქართველო (ბარი)
2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე უკვე გასულია 13 ნაკრები და ამ საკვალიფიკაციოში მონაწილე 27 ნაკრებისთვის 11 საგზური გათამაშდება. ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირი გზით გავა ჯგუფის გამარჯვებული და არსებული 7 შესარჩევი ჯგუფის 4 საუკეთესო მეორეადგილოსანიც მიიღებს ევრობასკეტის საგზურს. მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატი წინამორბედის მსგავსად 4 ქვეყანაში ჩატარდება. ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებენ ისრაელი, ფინეთი, რუმინეთი და თურქეთი, ხოლო პლეი ოფის შეხვედრები თურქეთში გაიმართება. შესარჩევი ტურნირი 17 სექტემბერს დასრულდება და ფინალურ ეტაპზე გასული გუნდებისთვის კენჭისყრა ნოემბერში გაიმართება, რის შემდეგაც ისინი შესაბამის ჯგუფებში განაწილდებიან.
მასალის გამოყენების პირობები