სახალხო დამცველს მისი აპარატის თანამშრომლები უჩივიან. ამის შესახებ ტელეკომპანია "იბერიის" გადაცემა "პრიორიტეტის" პირდაპირ ეთერში ომბუდსმენის აპარატის ყოფილმა თანამშრომელმა ილია ჭანტურიამ ისაუბრა.
უჩა ნანუაშვილი თანამშრომლების ბრალდებებს პასუხობს.
„სახალხო დამცველს უჩივიან იმასთან დაკავშირებით, რომ სააღდგომო პრემია, 500 ლარის ოდენობით, რომელიც გაიცა თანამშრომლებზე, არ გაიცა კონკრეტულად რამდენიმე თანამშრომელზე, რომელთა მიმართ იყო გამოყენებული დისციპლინური პსუხისმგებლობის ზომა, გაფრთხილება, სწორედ აქედან გამომდინარე მე სრული უფლება მქონდა არ გამეცა პრემია თუ წახალისების სხვა ფორმა. სასამართლო ამაზე იმსჯელებს, ეს არის ძალიან სასაცილო და არ არის კონკრეტულ ფაქტებზე დამყარებული. ეს არის ცილისწამება“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველი ასევე კომენტარს აკეთებს მისი აპარატის მიერ ახალი ავტომობილის შეძენის შესახებ:
„მოხდა ორი ავტომობილის ჩანაცვლება, ეს საჭიროება იყო გამოწვეული სახლახო დამცველის საქმიანობით“, - განმარტავს ნანუაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






