ავტომობილის გადაცემა ნანუაშვილს ნათია კაციტაძისთვის სურდა - სახალხო დამცველს თანამშრომლები უჩივიან
საზოგადოება - 11:24, 31 Aug, 2016     3804

სახალხო დამცველს მისი აპარატის თანამშრომლები უჩივიან. ამის შესახებ ტელეკომპანია "იბერიის" გადაცემა "პრიორიტეტის" პირდაპირ ეთერში ომბუდსმენის აპარატის ყოფილმა თანამშრომელმა ილია ჭანტურიამ ისაუბრა.

„ჩემს მიმართ ორჯერ განხორციელდა დისციპლინური დევნა, პირველს ვერ დავუკავშირებდი იმას, რომ ავტომობილთან დაკავშირებით მოხდა ამ საკითხის გაშუქება, მეორე შემთხვევაში რაღაც კავშირში შეიძლება იყოს, მაგრამ ვერ ვიტყოდი რომ ამიტომ გამიშვა სახალხო დამცველმა სამსახურიდან. უფრო მიმართული იყო იმისკენ, რომ ერთის მხრივ მომხდარიყო ჩემი დასჯა, როგორც ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის. სახალხო დამცველი იმდენად უკმაყოფილო იყო ამ თემით, რომ მან მის პირველ მოადგილეს მოსთხოვა თანამდებობის დატოვება. პაატა ბელთაძე თავისი სურვილით არ წასულა“, - განაცხადა ჭანტურიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჰქონდა პაატა ბელთაძესთან საუბარი მის მიერ თანამდებობის დატოვებამდე. როგორც ჭანტურია აცხადებს, უჩა ნანუაშვილმა ბელთაძეს სამსახურის დატოვება მოსთხოვა. რის შემდეგაც ბელთაძემ ერთ თვიანი შვებულება დაწერა და ამის შემდეგ წავიდა სამსახურიდან.

„ჩვენ გვქონდა ეჭვი რომ სახალხო დამცველს ეს ავტომობილი თავისი მოადგილისთვის ნათია კაციტაძისათვის, ამის მიზეზზე კი საზოგადოებამ თავად უნდა გამოიტანოს დასკვნა. თუ ჩვენ რაღაც გადაწყვეტილებების დასაბუთებულობაში გვეპარება ეჭვი, უნდა დავსვათ შესაბამისი კითხვები, როდესაც კითხვები დაისვა, სახალხო დამცველის პასუხი იყო ის, რომ ამ კითხვაზე პასუხი გაცემული იყო“, - დასძენს ჭანტურია.

საუბარია ძვირადღირებულ ავტომობილზე, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა ტენდერის გარეშე შეიძინა. ავტომობილის ღირებულებამ 105 ათასი ლარი შეადგინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42