"ჩემი შვილი დაკარგეს, კვალიც გააქრეს"- იაგო შარაძის დედა უვადო შიმშილობას იწყებს
საზოგადოება - 09:58, 31 Aug, 2016     32562

სამხედრო წვრთნების დროს გონიოში, ზღვაში დაკარგული სამხედროს იაგო შარაძის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციებს აანონსებენ. დაკარგული ჯარისკაცის დედა ელენე შარაძე უვადო შიმშილობას იწყებს, ვიდრე მისი შვილის ცხედრის პოვნა არ მოხდება.

ოჯახის წევრები შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ დაკარგულების ძებნა განაგრძონ. ისინი საეჭვო გარემოებებზეც საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები მიზანმიმართულად გააქრეს.

„მე დღეიდან, იაგო შარაძის დედა, უვადო შიმშილობას ვაცხადებ, სანამ მე შვილის ცხედარს არ ჩამაბარებენ. იმასაც თუ მივხვდები, რომ ყურადღებას არ მომაქცევთ, ბენზინს გადავისხამ და თქვენ დაგიძახებთ, რომ თქვენ წინ თავი დავიხრჩო,“ - განაცხადა იაგო შარაძის დედამ ელენე შარაძემ.

კომენატარი გააკეთა იაგო შარაძის მამამაც.

„მოვითხოვ, მოვიდეს ის ინსტრუქტორი, თავის ქვედანაყოფთან ერთად, ჩავიდეს იმ ადგილზე, სადაც დაახრჩო ჩემი შვილი და გემს მისცეს ის კვალი, რომ ნახონ ჩვენი შვილების ცხედრები. მე ეჭვი მაქვს, რომ თავისი მდგომარეობა რომ არ მისულიყო დანაშაულამდე, ჩემი შვილი დაკარგეს, კვალიც გააქრეს,“ - განაცხადა იაგო შარაძის მამამ ვლადიმერ შარაძემ.

დაკარგული სახმედროს იაგო შარაძის დაც, საკუთარი ძმის ცხედრის პოვნას ითხოვს.

„ყველაფერს ვფიცავარ, გადავისხამ ბენზინს კი არა, ეს არაფერი არ იქნება, გადავაორთქლებ ქართულ ოცნებას. უბრალოდ ძმის საფლავს ვითხოვ. არ გაბედონ და არავინ არ დააშანტაჟონ,“ - განაცხადა იაგო შარაძის დამ თამარ შარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42