როგორ უნდა მოიქცეთ თუ სესხს დროულად ვერ ფარავთ
საზოგადოება - 18:36, 30 Aug, 2016     13283
ფულის სესხება ზოგადად ძალიან პოპულარული გახდა. ყველა უკეთესი ცხოვრებისაკენ მიისწრაფის და ცდილობს დაეწიოს მსოფლიოს წინსვლებს, მაგრამ როდესაც ჩვენი ცხოვრების სტილი ჩვენივე ბიუჯეტს აღემატება პრობლემებიც მაშინ ჩნდება. გაუთვალისწინებლად, სხვადასხვა სესხებითა და განვადებებით შეიძლება იმდენი ვალი დავიდოთ, რომ გადახდას ფიზიკურად ვეღარ გავუმკლავდეთ. ფულის სესხება გარკვეულ სიტუაციებში უდაოდ გამართლებული და სწორია, მაგრამ ეს ყოველთვის ჭკუით და პასუხისმგებლობით უნდა გავაკეთოთ, რათა ფინანსურ სტრესში არ გავეხვეთ. დღესდღეობით ეს პრობლემა ძალიან ბევრ ადამიანს აერთიანებს და მას ყველა თავისებურად უმკლავდება. არსებობს გარკვეული ნაბიჯები, რაც ბევრ თავისკივილს აგვარიდებს თუ მათდროულად გადადგავთ.

რა უნდა გაითვალისწინოთ თუ ვერ ახერხებთ თქვენი სესხების დაფარვას

1. ნუ დაემალებით თქვენს კრედიტორებს - თუ თქვენ ატყობთ, რომ სესხის დაფარვას დროულად ვერ ახერხებთ, აუცილებლად წინასწარ დაუკავშირდით თქვენს კრედიტორს და აუხსენით სიტუაცია. ძალიან ხშირად ისინი გარკვეულ დათმობაზე წამოვლენ და ორივესთვის მოსახერხებელ პირობებს შემოგთავაზებენ.

2. შეადგინეთ ბიუჯეტის გეგმა - გაწერეთ თქვენი ყოველდღიური ხარჯები და დაფიქრდით რაზე შეიძლება ეკონომიის გაკეთება. ასე თქვენ მარტივად დაინახავთ სად მიდის რეალურად თქვენი ფული და რაში ხარჯავთ ყველაზე მეტ თანხას. თავი აარიდეთ არა აუცილებელ ხარჯებს.

3. გაზარდეთ თქვენი სესხის ვადა - თუ თქვენ მოკლევადიანი სესხი გაქვთ, მაშინ დაუკავშრდით კრედიტორს და ვადის გაზრდა თხოვეთ. გაცილებით უფრო მარტივია ყოველთვიურად პატარ-პატარა თანხების გადახდა. ასე თქვენ მეტი დრო დაგჭირდებათ სესხის დასაფარად, მაგრამ სამაგიეროდ არ დაგერიცხებათ უამრავი პროცენტი.

4. გააერთიანეთ თქვენი სესხები - იმ შემთხვევაში თუ თქვენ ბევრი სხვდასხვა სესხი გაქვთ, როგორც მცირე ასევე გრძელვადიანები, სასურველია გააერთიანოთ თქვენი სესხები. ასე უფრო ნათლად დაინახავთ თქვენს რეალურ მდგომარეობას.

5. მიმართეთ დახმარებას - დაუკავშირდით გამოცდილ ფინანსურ სპეციალისტს, ვინც თქვენი ფინანსური მდგომარეობის შეფასებაში და გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ეს ძირითადად ფასიანი სერვისია, მაგრამ ასევე არსებობს სხადასხვა პროგრამები, რომლებიც მოსახლეობას მსგავს უფასო კონსულტაციებს სთავაზობს.

სესხების აღება უფრო და უფრო მარტივი ხდება. შესაბამისად უფრო და უფრო მარტივი ხდება გაუცნობიერებლად იმაზე მეტი ვალის აღება, ვიდრე რეალურად შეგიძლიათ გაისტუმროთ. ასეთ შემთხვევებში ჩვენ ხშირად გვეუფლება უიმედობა, მაგრამ არსებობს გარკვეული რჩევები, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ თუ დროულად ვერ ვფარავთ სესხს. ყველაზე მთავრია არ დაკარგოთ იმედი. ფინანსური სტრესი ნამდვილად ძალზედ დამთრგუნველი და დამღლელია, მაგრამ სწორი მიდგომით და მონდომებით თქვენ აუცილებლად იპოვით გამოსავალს. Vivus.ge მომხმარებელს პასუხისმგებლობით და სიფრთხილით სესხებისაკენ მოუწოდებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42