22 წლის ნაწამები ახალგაზრდა - ჰყავდა თუ არა თანამზრახველები მოძალადე პოლიციელს?
საზოგადოება - 16:53, 30 Aug, 2016     2347
მას შემდეგ რაც ოფიციალურად დადსტურდა, რომ სამტრედიელი დემურ სტურუა გარდაცვალებამდე ნაწამებია, თვითმკვლკელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი კი მიმალული, მთავარ კითხვად რჩება: რატომ არ მოხდა გოდრძი თევზაძის დაკავება? დააფარებენ თუ არა ხელს სამტრედიელ პოლიციელს, რომელზეც საქმე მხოლოდ ახლახანს აღიძრა?

„ნიუპოსტი“ “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს” დაუკავშირდა, რომელიც საქმეში გარდაცვლილის ოჯახის ინტერესებს იცავს.

იურისტი, სოფო ვერძული ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყება სხვა პოლიციელების შესაძლო ბრალეულობით უნდა დაინტერესდეს.

ვერძეულის განცხადებით, თევზაძისთვის ბრალი წაეყენა გამოძიების დასრულებას არ ნიშნავს და პროკურატურამ სასამართლოზე ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სასჯელის გარდაუვალობის პრინციპი დაკმაყოფილდეს.

„სამართლებრივად რომ შევაფასოთ, კანონმდებლობა ითხოვს, გარკვეული სტანდარტის არსებობას იმისთვის, რომ პირი მიეცეს პასუხისგებაში და მისი დაკავება მოხდეს მიუხედავად იმისა, რამდენად მძიმე დანაშაულზე გვაქვს საუბარი. ჩვენ როგორც დაზარალებულის წარმომადგენლებს შესაძლებლობა გვქონდა, საქმის მიმდინარეობისთვის თვალი გვედევნებინა - იყო ძალიან მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები დაგეგმილი, მათ შორის იმ ექსპერტიზის პასუხები, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი. ერთმა პასუხი გასცა კითხვას , იყო თუ არა წერილი ავთენტური და მეორემ დაადასტურა დემურ სტურუას სხეულზე დაზიანებებების არსებობა. ეს ორი დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი იყო იმისთვის, რომ გამოძიების მხრიდან გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგმულიყო. ამიტომ ჩვენი პოზიციაა, რომ სანამ მსგავსი მნიშვნელოვანი ღონისძიებები დასრულებული არ იყო, ექსერტებს საბოლოო პასუხი დადებული არ ჰქონდათ, რთული იქნებოდა პირის დაკავებისა და ბრალის წაყენების განხორციელება“- აცხადებს სოფო ვერძული.

იურისტის თქმით, იმ პირობებში, როდესაც ბრალდებული მიმალვაში იმყოფება, საპოლიციო და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან დროული და ეფექტურუი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.

ვერძულის განმარტებით, ის, რომ პირს ბრალი აქვს წაყენებული, გამოძიების დასრულებას არ ნიშნავს.

„წინ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპები, მათ შორის საქმის განხილვა სასამართლოში და პრინციპულად მნიშვნელოვანია პროკურატურა ადეკვატურად მომზადებული შეხვდეს ამ პროცესებს. გამოძიება უნდა გაგრძელდეს ყველა გარემოების დასადგენად. ახლა ყველასთვის, პირველ რიგში ოჯახისთვის, მნიშვნელოვანია, აღნიშნული პოლიციელი იქნას უსწრაფესად დაკავებული და წარსდგეს სასამართლოს წინაშე“- აღნიშნა “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტმა.

სოფო ვერძული სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების გახშირებულ ტენდენციაზე საუბრობს:

„ძალიან ბევრი რეგიონიდან მოდის ინფორმაცია, რომ პოლიცია იყენებს არაპროპორციულ და უკანონო ძალისხმევას იმისთვის, რომ გაიჩინოს ინფორმატორები, რომ გაიადვილოს საქმის გამოძიება ან მიიღოს გარკვეული ინფორმაციები, რაც მისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის სჭიერდება. ამ სისტემურ პრობლემას სჭირდება სისტემური პასუხი. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეში შესაძლო დამნაშავეების დასჯას, ჩვენც ვიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ მათ გამოსავლენად გამოძიება უნდა გაგრძელდეს და თუკი ამ საქმეში რომელიმე პოლიციელის, ხელმძღვანელი პირების დანაშაული გამოიკვეთება, მათაც უნდა წაუყენონ ბრალი. ამიტომ ვამბობთ, რომ ჯერ ყველაფერი დასრულებული არ არის, პირიქით, წინ არის გამოძიების ძალიან მნიშვნეოვანი ეტაპები, წინ არის სასამართლო განხილვა, სადაც პროკურატირამ ბრალის დადასტურება უნდა მოახერხოს“- დასძინა იურისტმა.

სოფო ვერძულის თქმით, ამ ეტაპისთვის მათთვის უცნობია, არის თუ არა გამოძიება სხვა რომელიმე პოლიციელის კვალზე გასული.

„თუმცა ეს იმას არ გამორიცხავს, რომ გაგრძელებული გამოძიების პირობებში პროკურატურამ სხვა პოლიციელების იდენტიფიცირებაც მოახდინოს“- განუცხადა „ნიუპოსტს“ EMC- ის იურისტმა.

მიმდინარე წლის 8 აგვისტოს სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ, პოლიციის მხრიდან ზეწოლას ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ახალგაზრდამ სუიციდამდე წერილი დაწერა, სადაც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა. როგორც სტურუა, სუიციდამდე რამდენიმე წუთით ადრე დაწერილ წერილში წერს, მას სამტრედიის ერთ-ერთი პოლიციელი, სამართალდამცავებთან თანამშრომლობას აიძულებდა.

დემურ სტურუა წერილში წერდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის პოლიციის, გოდერძი თევზაძის მოთხოვნებს არ შეასრულებდა, მას მოკლავდნენ. გარდა ამისა, სტურუა მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობდა.

ამასთან ოჯახის ინფორმაციით იმ საბედისწერო ღამეს, გოდერძი თევზაძე მარტო არ იყო.

სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებლის გოდერძი თევზაძეს პროკურატურამ ბრალი გუშინ წაუყენა. გამოძიება ამ უკანასნელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებასა და პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება.

თავად გოდერძი თევზაძე მიმალულია.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42