დემურ სტურუას საქმე - ვინ ეხმარებოდა ბრალდებულ პოლიციელს მიმალვაში - ოჯახის ეჭვები და პოლიტიკური შეფასებები
საზოგადოება - 11:15, 30 Aug, 2016     3582
22 წლის სამტრედიელი დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებლის გოდერძი თევზაძეს სამართალდამვები ბოლო სამი დღეა ეძებენ. მან მიმალვა მოასწრო, თუმცა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ირწმუნებიან, ბრალდებულს ქვეყანა არ დაუტოვებია.

სამართალდამცავს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე აქვს ბრალი წარდგენილი.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეგობარი კი მთავარ პროკურატურას საქმის გამოძიების გაჭიანურებაში ადანაშაულებენ.

გარდაცვლილის მეგობარი ოლეგ თავაძე, რომელიც ამბობს, რომ ბრალდებული პოლიციელი მასზეხ ძალადობდა აცხადებს, რომ სამსახურიდან სამტრედიის რაიონული სამმართველოს ყველა პოლიციელი უნდა გათავისუფლდეს.

„არ სჭირდებოდა გამოძიებას ამდენი დრო, რომ დაეკავებინათ მოძალადე. მიუხედავად იმისა, რომ იყო წერილი დაწერილი გარდაცვლილის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ მე მივეცი ჩვენება თუ როგორ ძალადობდა, ის არ არის დაკავებული. თევზაძე არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც წერილშია მოხსენიებული, სამტრედიის პოლიციის ყველა თანამშრომელი მინიმუმ სამსახურიდან უნდა იყოს გათავისუფლებული,“ - აცხადებს ოლეგ თავაძე.

დროული გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ პოლიტიკოსები. გია ვოლსკი დამნაშავის დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ „პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები არ უხდება ამ ყველაფერს“.

„როდესაც ექსპერტიზამ, გამოძიებამ დაადგინა, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ აქ სერიოზულ დანაშაულს აქვს ადგილი, მაშინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება,“- აცხადებს ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი.

„რესპუბლიკელი“თამარ ხიდაშელი აცხადებს, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა წამების წინააღმდეგ”.

„ სახელმწიფოს რეაგირება უნდა ყოფილიყო უფრო სწრაფი, რომ დღეს ჩვენ არ მიგვეღო ის სიტუაცია, როდესაც დანაშაულში ბრალდებული მიმალულია,“- თქვა ხიდაშელმა.

განაცხადა ნაციონალურ მოძრაობაში კი ხელისუფლების მხრიდან დამნაშავისთვის მიმალვაში დახმარების შესახებ არსებულ ეჭვებზე საუბრობენ.

"ნაცვლად იმისა, რომ უსწრაფესად მომხდარიყო ამ ადამიანის კანონის სრულის სიმკაცრით დასჯა, ამძაფრებს იმ ეჭვს, რაც საზოგადოებაში არსებობდა, რომ შეიძლება თავად ხელისუფლება მონაწილეობდეს მის მიმალვაში და ისინი ხელს აფარებდნენ დამნაშავეს ," - აღნიშნა თინათინ ბოკუჩავამ.

პროკურატურის მხრიდან დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობს არასამათავრობო სექტორიც.

„პოლიციას ცხადია, შეეძლო დაეკავებინა ადამიანი. ისინი ამბობდნენ, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულებები. პოლიციელი საკუთარ თავზე ვერ აიღებს ამგვარი გადაცდომის უფლებას, თუ მას სისტემა არ ახალისებს. ის განცხადება, რაც დღეს პროკურატურისგან ვიხილეთ, არის აბსოლუტურად უსუსური და უმწეო პასუხი იმ გამოწვევის მიმართ, რის წინაშეც სისტემა დადგა,“ - განაცხადა მოძრაობა თეთრი ხმაურის აქტივისტმა პაატა საბელაშვილმა.

დემურ სტურუას საქმეზე, მთავარი პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართავს. საგამოძიებო ორგანო გოდერძი თევზაძისთვის პატიმრობას ითხოვს.

რეზონანსულ საქმეს გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. ომბუდსმენს აინტერესებს მოახერხა ბრალდებულმა პირმა მიმალვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42