ჩაერთეთ, დრო ცოტაა. 22 სექტემბრამდე უნდა მოასწროთ!
საზოგადოება - 20:28, 29 Aug, 2016     2074
ლიტერატურული კონკურსი „ჩვენი თავგადასავალი“ და კონკურსი დამწყები მხატვრებისთვის „შექმენი შენი კალენდარი“ უპრეცედენტო მასშტაბს იძენს.

ორივე კონკურსის მიზანი, ნიჭიერი პროზაიკოსებისა და მხატვრების აღმოჩენის გარდა, არის ის, რომ მოზარდების ხელით შეიქმნას წიგნი და კალენდარი, რომელიც უსინათლო და მცირემხედველი თანატოლებისთვის იქნება განკუთვნილი.

დაწერე „ჩვენი თავგადასავალი“, „შექმენი შენი კალენდარი“ და ჩაერთე მოძრაობაში - ჩვენ შენს გვერდით ვართ!

ორივე კონკურსი ერთ დროსა და ერთ სივრცეში გაიმართება - 28 სექტემბერი-2 ოქტომბერი, ახალციხე.

მონაწილეობის მსურველთათვის:

„ჩვენი თავგადასავალი“ - კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისთვის

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ წერის ნიჭით დაჯილდოვებულ 14-18 წლის მოზარდებს, რომელთაც თავიანთი მოთხრობები (მხატვრული ნაწარმოებები) 22 სექტემბრამდე უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: chvenitavgadasavali@cync.ge

განხილვისთვის აუცილებელი პირობაა, მიუთითოთ:

• სახელი, გვარი

• ქალაქი (დაბა, სოფელი), რეგიონი

• საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მისამართი)

• სკოლის დასახელება

• მშობლის (კანონიერი მეურვის) საკონტაქტო ინფორმაცია

მხატვრული ნაწარმოები არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 5 გვერდს (შრიფტი - უნიკოდი, შრიფტის ზომა - 11, ფაილის ტიპი - Microsoft word document)

არ განიხილება ჩანახატი, ლექსი, პოემა, პიესა, ესსე, სასკოლო თემა/თხზულება.

მოთხრობის თემა თავისუფალია.

ფინალური ეტაპისთვის შეირჩევა 24 მონაწილე.

„შექმენი შენი კალენდარი“ - კონკურსი დამწყები მხატვრებისთვის

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ხატვის ნიჭით დაჯილდოვებულ 12-18 წლის მოზარდებს, რომელთაც თავიანთი ნამუშევრები 22 სექტემბრამდე უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: shenikalendari@cync.ge

განხილვისთვის აუცილებელი პირობაა, მიუთითოთ:

• სახელი, გვარი

• ქალაქი (დაბა, სოფელი), რეგიონი

• საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მისამართი)

• სკოლის დასახელება

• მშობლის (კანონიერი მეურვის) საკონტაქტო ინფორმაცია

აუცილებელია, გამოაგზავნოთ მინიმუმ 3 ნამუშევარი (jpg ფაილი).

ნამუშევრების თემა თავისუფალია.

ფინალური ეტაპისთვის შეირჩევა 12 მონაწილე.

დეტალური ინფორმაცია კონკურსების შესახებ

„ჩვენი თავგადასავალი“ და „შექმენი შენი კალენდარი“ ორი წელია, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება და მიზნად ისახავს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული მოზარდების წარმოჩენასა და პოპულარიზაციას.

ორივე კონკურსის ფინალური ეტაპის მონაწილეები მიემგზავრებიან ახალციხეში, სადაც ერთნი - ლიტერატურულ, მეორენი კი სამხატვრო მარათონში ერთვებიან.

ფინალური ეტაპი 5 დღეს მოიცავს. პირველ დღეს მხატვრებს კენჭისყრით შეხვდებათ წელიწადის რომელიმე თვე, ხოლო პროზაიკოსებს მიეცემათ საკვანძო ფრაზა, რომელზეც მოთხრობა უნდა ააგონ. პარალელურად, კონსულტანტები ჩაატარებენ პროფესიულ მასტერკლასებს.

1 ოქტომბერს გაიმართება ღია ცის ქვეშ ექსპოზიცია და გამოვლინდებიან საუკეთესოთა შორის საუკეთესოები როგორც მხატვრებს, ისე პროზაიკოსებს შორის („ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“, კონსულტანტებისა და სპონსორების რჩეულები), რომელთაც ფასიანი და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.

წლის ბოლოს გაიმართება კონკურსების ფარგლებში საუკეთესო მოთხრობებისგან გამოცემული წიგნისა და კედლისა და სამაგიდე კალენდრის პრეზენტაცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42