"მნიშვნელოვანია დადგინდეს, ვინ ეხმარებოდა ბრალდებულს მიმალვაში"-ნანუაშვილი პროკურატურას და შსს მიმართავს
საზოგადოება - 20:06, 29 Aug, 2016     2360
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცავის მიმალვის ფაქტს ეხმაურება. ნანუაშვილს აინტერესებს როგორ მოახერხა ბრალდებულმა პირმა მიმალვა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით, დაიწყო სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის ახალგაზრდის დ.ს.–ს თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის შესწავლა.

გავრცელებული ინფორმაციით დ.ს.-ს მიმართ შესაძლოა ადგილი ჰქონდა ნარკოდანაშაულის გამოვლენის მიზნით პოლიციასთან თანამშრომლობაზე იძულებით დაყოლიებას ძალადობით.

პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულად ცნო პოლიციის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გ.თ. დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 115-ე მუხლით. ბრალდებული თავს არიდებს გამოძიებას და, გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავარ პროკურატურას მოუწოდებს გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. დამაჯერებელი პასუხი გაეცეს საქმესთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას. მათ შორის, როგორ მოხდა, რომ პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებდა პირი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მიიმალა. რა გააკეთა პროკურატურამ საიმისოდ, რომ აღნიშნული პირი არ მიმალულიყო. მნიშვნელოვანია დადგინდეს, ვინ ეხმარებოდა ბრალდებულს მიმალვაში.

მომხდარმა ფაქტმა ასევე გააჩინა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ პოლიციის საქმიანობა არის რეპრესიული, დაფუძნებულია ადმიანის უფლებათა დარღვევაზე, პირადი ცხოვრების ხელყოფაზე და დამკვიდრებულია, როგორც მიღებული პრაქტიკა.

ცხადია, ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის გარეშე პოლიციის მუშაობა აზრს მოკლებულია, თუმცა ეს არ უნდა ხორციელდებოდეს უფრო მაღალი სიკეთის - ადამიანის უფლებების ხელყოფის ხარჯზე. სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა კონკრეტული საფუძვლებით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისათვის უნდა ატარებდეს ნებაყოფლობით ხასიათს. ადამიანის უფლებათა სამართლით საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ აკრძალულია იმ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, პატივსა და ღირსებას, ქონებას და რომელიც დაკავშირებულია მოტყუებასთან, შანტაჟთან, ძალით დაყოლიებასთან, დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენასთან.

შესაბამისად, აღნიშნული ფაქტის დროული და ყოველმხრივი გამოძიება უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დ.ს.-ს გარდაცვალების მიზეზის და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პოლიციის თანამშრომლის შესაძლო კავშირის დასადგენად, არამედ ანალოგიურ შემთხვევებში სისტემურ დანაშაულთან ბრძოლისთვის.

ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ნარკოდანაშაულის გამოვლენის მიზნით, პოლიციის სისტემაში არსებული მეთოდების შესწავლა და ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების გატარება, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი იძულების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, წამების მუქარის და სხვა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები.

სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა უფლებამოსილ ორგანოებს უარი თქვას რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დამკვიდრებულ პრაქტიკაზე და გახადოს ნარკოპოლიტიკა უფრო ჰუმანური.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42