ხინჩეგაშვილის მწვრთნელი:ის არის საქართველოს შვილი და იბრძოდა და იბრძვის საქართველოსათვის
საზოგადოება - 18:07, 29 Aug, 2016     12080

ვლადიკავკაზში საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ბილბორდი გამოფინეს, რომელზეც რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულის ფოტოს თან თვითაღიარებული ხელისუფლების დროშა ახლავს. ფოტოზე ასევე არის წარწერა სადაც, სპორტსმენის გვარის, ხინჩეგაშვილის გვერდით ხინჩეგოვი წერია. ფოტოს "ეხო კავკაზა"-ს ჟურნალისტი ირაკლი ორაგველიძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე აქვეყნებს. როგორც აღნიშნული ფოტოს კომენტარებში ფეისბუკმომხმარებლები წერენ, აღნიშნული ბილბორდი ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოსმა ნათესავებმა გამოფინეს. ,,ნიუპოსტის" კორესპონდენტის ცნობით, აღნიშნულ ფაქტს ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მწვრთნელი ნუგზარ სხირელი გამოეხმაურა, რომელიც ამბობს რომ რიოს ოლიმპიადაზე ხინჩეგაშვილი საქართველოს სახელით იბრძოდა და ამ შემთხვევაში მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომლეი ქვეყნის წარმომადგენელს ავარჯიშებს. ნუგზარ სხირელი განმარტავს, რომ გორელი ჩემპიონის ახლო ნათესავები საქართველოში ცხოვრობენ და ქართული გვარები აქვთ, შესაბამისად ის ფაქტი, რომ ვლადიკავკაზში საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ბილბორდი გამოფინეს, ბევრზე არაფერზე მეტყველებს. "ისტორიულად თუ ავიღებთ, ყველა ცნობილი პიროვნება ვისი გვარიც გადაკეთდება ან დამოკლდება ან უფრო გაგრძელდება, ცდილობენ რომ რუსული ინტერპრეტაცია მისცენ, მაგრამ ამას საერთო ჯამში არც გორელებისთვის და არც პირადად ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის ეროვნებას არ აქვს მნიშვნელობა. ის არის საქართველოს შვილი და იბრძოდა და იბრძვის საქართველოსათვის. ეს არის მთავარი და რა მნიშვნელობა აქვს ჩრდიოლოეთ კავკასიაში რა გვარზე დაწერენ და რა გვარის ინტერპრეტაციას მოახდენენ, ხვალ შეიძლება ჩეჩნებმა და დაღესტნელებმა ეს გააკეთონ და გადაუკეთონ გვარი და დაწერონ თავის ბილბორდზე, მაგრამ მე გირჩევთ თქვენ რომ დარწმუნებულები იყოთ მის გვარში,არის ლევან მაისურაძის ქართული გვარ სახელები წიგნი, სადაც ჩახედავთ და ნახავთ რა ეროვნების არის კიდე გიმეორებთ, ჩემთვის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს. მე მწვრთნელი ვარ ჭიდაობის და ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი ერის წარმომადგენელს ვავარჯიშებ და მივიყვან იმ კონდიციამდე რა კონდიციამდეც ლადოა"-აცხადებს ნუგზარ სხირელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42