როგორ გავხდეთ ERTAD.GE - ს კონკურსანტი ?
საზოგადოება - 17:42, 29 Aug, 2016     1166
2 წლის განმავლობაში სოციალურ პროექტ ERTAD.GE-ს ფარგლებში 31 პროექტი დაფინანსდა, რაც ასობით ადამიანის სხვადასხვა ღონისძიებაში ჩართულობას, მათთვის ახალ გამოცდილებას და გამოწვევას გულისხმობს.

აქვე გთავაზობთ ხშირად დასმული კითხვების რამდენიმე ჩამონათვალს, რომელიც მომხმარებელს ხშირად ებადება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროექტის მენეჯერს, მარიამ შიხაშვილის ვესაუბრეთ.

მარიამ, რა კრიტერიუმები განსაზღვრავს კომისიის მიერ კონკრეტული პროექტის საკონკურსოდ არჩევას?

პირველ რიგში, მთავარია კონკრეტული საპროექტო განაცხადი ჩვენ მიერ დაფინანსებად სფეროთა ჩამონათვალში ჯდებოდეს.

კიდევ ერთხელ, იმ სფეროების შესახებ, რომელთაც ვაფინანსებთ: განათლება, მეცნიერების ხელშეწყობა, სპორტი, გარემოს დაცვა, კულტურა და ხელოვნება.

თუკი რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სფეროთი ხართ დაინტერესებულნი, მაშინ სწორ ვებ-გვერდზე იმყოფებით.

ამას გარდა, აუცილებელია საპროექტო განაცხადის შევსებამდე მაქსიმალურად კარგად მოემზადოთ, ჩამოაყალიბოთ თქვენი აზრი მანამ, სანამ აპლიკაციაში გადაიტანთ, რადგან ჩვენი აპლიკაცია არ ინახება და დიდი ხნით შეყოვნების შემთხვევაში შესაძლოა მასალა დაგეკარგოთ.

აპლიკაციის შევსებამდე აუცილებლად დეტალურად მოამზადეთ საბიუჯეტო ფაილი, რომელიც გაწერილი უნდა იყოს Excel ან Word-ის ფაილში. ერთი პროექტის ბიუჯეტი 2500 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

ასევე წინასწარ მოამზადეთ ფოტო და ვიდეო მასალა. როგორც კონკურსის წესებშიცაა განმარტებული, აპლიკაცია მანამ არ ითვლება სრულყოფილად შევსებულად, სანამ ვიდეომიმართვის Youtube-ის ბმულს და ფოტომასალას არ ატვირთავთ.

ფოტომასალა სასურველია ასახავდეს იმ ადგილმდებარეობას, სადაც პროქტის განხორციელებას გეგმავთ, თუ მსგავსი რამ შეუძლებელია, მაშინ გამოიყენეთ Google-ის საძიებო სისტემა.

ვიდეომიმართვაში აუცილებელია მონაწილეობა მიიღოს პროექტის იდეის ავტორმა/ორგანიზატორმა, სადაც მოკლედ (2წთ) ჩამოაყალიბებთ თუ რატომ ხართ აღნიშნული იდეის განხორციელებით დაინტერესებული, რატომაა მნიშვნელოვანი, რომ სწორედ თქვენ დაგიჭიროთ მხარი საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა.

აპლიკაციები ყოველი მომდევნო თვის კონკურსისთვის განიხილება 25 რიცხვიდან თვის ბოლო დღემდე. ამიტომ, მაგალითად, თუ გსურთ ივლისის კონკურსში მონაწილეობის მიღება, პროექტი აუცილებლად 25 ივნისამდე უნდა გამოგვიგზავნოთ.

სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი დეტალები გახლავთ ის მთავარი მახასიათებლები, რის გამოც ნებისმიერი პროექტი შესაძლოა ERTAD.GE-ს კონკურსანტი გახდეს.

ამას გარდა, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და სიამოვნებით დაგეხმარებით ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო საფინანსო კომპანია Vivus.ge.

ყველას, ვინც იდეას გვიზიარებს მადლობას გიხდით და წარმატებას გისურვებთ!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42