4 წლის ბესო სორდიას სასწრაფოდ ესაჭიროება ჩვენი დახმარება!
საზოგადოება - 17:33, 29 Aug, 2016     13585
საქველმოქმედო ფონდი ,,სოციალური პარტნიორობა“ 2012 წლიდან სასიცოცხლო დახმარებას უწევს 600 საწოლს მიჯაჭვულ ადამიანს. მათი უმრავლესობა მარტოხელა, ყველასგან მივიწყებული მოხუცია, რომლებზეც ჩვენი ფონდის თნამშრომლების გარდა არავინ ზრუნავს. მაგრამ სამწუხაროდ ფონდის ბენეფიციარებს შორის პატარა ბავშვებიც არიან, რომლებსაც დაბადებიდან არ გაუმართლათ, რომლებმაც არ იციან რა არის იყო ჯანმრთელი, რომლებსაც ტკივილის გარდა არაფერი უგრძნიათ.

სორდიების ოჯახში ნანატრი შვილი ბევრი თანდაყოლილი პათოლოგიებით დაიბადა. მას მიკროცეფალია, გულის მანკი და ცერებრალური დამბლა აღმოუჩინეს. ასევე ბესოს მხედველობის პრობლემა აქვს. ოჯახი დაზაფრა ამ ამბავმა, პატარა უმწეო ჩვილის დატოვება აზრადაც არ ჰქონდათ. ბესოს მოვლა ძალიან ძნელი აღმოჩნდა. კვება, განსაკუთრებული მოვლა, ხშირი გულყრები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, გაუთავებელი ანალიზები და მკურნალობა... ბესო უმეტეს დროს რეანიმაციაში და საავადმყოფოებში ატარებდა...

სამწუხაროდ ბესოს დედამ ვერ გაუძლო ფიზიკურ დატვირთვებს და სტრესს... მან დატოვა ბესო და სახლიდან წავიდა. პატარა ბესოს მოვლის მთელი სიმძიმე ახალგაზრდა მამას ბაჩანას და ბებია სილვას დააწვათ მხრებზე.

ბესოს მდგომარეობა რომ გაუმჯობესდეს, მას მუდმივად ესაჭიროება ძვირადღირებული წამლები, სარეაბილიტაციო კურსი და სპეციალური კვება. მაგრამ სამყოფი თანხა ოჯახს არ აქვს. ბაჩანას სამსახურის დატოვება მოუხდა, რადგან მის პატარა ბიჭს მუდმივი ყურადღება სჭირდება. ბესოს არ აქვს ღეჭვის და ყლაპვის რეფლქსი, ის ხშირად იგუდება, უძნელდება სუნთქვა და აქვს ხშირი გულყრები, ამიტომ მისი დატოვება წუთითაც კი არ შეიძლება.

სორდიების ოჯახი თბილისის გარეუბანში, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს, ჭერიდან ჟონავს წყალი, იატაკის ფიცრები დამპალია, ავეჯი არ აქვთ, ამიტომ მამას ბესოს გვერდით იატაკზე სძინავს.

„არავის შევაწუხებდი ჩემი პრობლემებით, მაგრამ ახლა გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. ყველაფერთან ერთად ბესოს პნევმონია განუვითარდა, რეანიმაციაში წევს. ახლა მის სამკურნალოდ უფრო მეტი თანხა დამჭირდება...“

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას პატარა ბესოს დასახმარებლად. თითოეული შემოწირული ლარი შეიძლება ბესოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ პატარას, თანხა ჩარიცხეთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ბესო სორდია) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/146/

გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ პატარა ბესოს ისტორია და დაეხმაროთ მას!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42