ნადარაიების მრავალშვილიან ოჯახს არსებობისთვის ჩვენი დახმარება სჭირდება!
საზოგადოება - 17:32, 29 Aug, 2016     10053
ჩამოშლილი კედლები, ჩამტვრეული შუშები, დაობებული ავეჯი, ნესტიანი საბნები და ბალიშები, დახეული თეთრეული... ასეთ საშინელ პირობებში ცხოვრობს ნადარაიების მრავალშვილიანი ოჯახი. 7 შვილის დედ–მამამ, გიამ და ნატალიამ დახმარების თხოვნით საქველმოქმედო ფონდ „სოციალურ პარტნიორობას“ მიმართა.

ძნელი დასაჯერებელია, რომ შენობა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, საცხოვრებლად გამოდგება! ეს სახლი საშინელებათა ფილმის კადრს უფრო გავს და თითქოს აქ მცხოვრები ბავშვებიც ამ ფილმის გმირები არიან.

მათი არსებობის შესახებ ყველამ დაივიწყა. ახლობლებმაც, ნათესავებმაც და სახელმწიფომაც... თავიანთი ერთადერთი შემოსავალი – სოციალური შემწეობაც ოჯახის მეშვიდე წევრის დაბადებისთანავე შეუწყვიტეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვები შიმშილობენ და მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედად არიან დარჩენილები!

ამ ოჯახის ყველაზე პატარა წევრი 4 თვის ქეთევანია. თავისი უფროსი და–ძმისგან განსხვავებით, იგი ჯერ ვერ ხვდება რა საშინელ პირობებში უწევს ცხოვრება.

გია 2 წლისაა. მისი ერთადერთი სათამაშო ნაგავსაყრელზე ნაპოვნი დამტვრეული სამთვლიანი ველოსიპედია.

5 წლის გერასიმეს არასოდეს გაუსინჯავს ნაყინი. 8 წლის ბასილს არ აქვს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სკოლაში რომ იაროს... უფროსი ბავშვები მარი, დავითი და გიორგი მშობლებს ეხმარებიან.

მამა გია მუშაობს, მეზობლებს ეხმარება მძიმე სამუშაოების შესრულებაში. დღეში გამომუშავებული 5–10 ლარით პურს ყიდულობენ, ბავშვებმა შიმშილისგან რომ არ იტირონ.

ჩვენ არ გვაქვს უფლება გულგრილი დავრჩეთ ამ ოჯახის სულის შემძვრელი ისტორიის მიმართ. 7 ბავშვის ბედი ჩვენს ხელთაა! მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ!

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას ნადარაიების მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად. თქვენი მცირედი შემოწირულობაც კი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ოჯახს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნადარაიების ოჯახი) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/148/

მხოლოდ ერთიანი ძალებით შევძლებთ ამ ოჯახის მძიმე ხვედრის შემსუბუქებას და პატარებს შიმშილისგან ვიხსნით. თუ ვერ შეძლებთ მათ დახმარებას, გააზიარეთ ეს ისტორია, რომ მან თავისი ადრესატი იპოვოს!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42