10 ბავშვს ჩვენი დახმარება სჭირდება!
საზოგადოება - 17:28, 29 Aug, 2016     2406
საქველმოქმედო ფონდში „სოციალური პარტნიორობა“ დახმარების თხოვნით ათი შვილის დედ-მამა ვეფხვია და ნინო ღვალაძეები მოვიდნენ.

ვეფხვია და ნინო ქუთაისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდნენ. იქ გაიცნეს და შეუყვარდათ ერთმანეთი, შექმნეს ოჯახი. ვეფხვია მღვდლობას აპირებდა და ეკლესიაში მსახურობდა. მაგრამ მათი ოჯახი იზრდებოდა და ქალაქში ნაქირავებ ბინაში ცხოვრება სულ უფრო და უფრო ძნელი ხდებოდა. ოჯახის შემოსავალი ბინის ქირაში და კომუნალურ გადასახადებში იხარჯებოდა, საკვების შესაძენად კი თანხა აღარ რჩებოდათ ამიტომ ოჯახმა გადაწყვიტა სოფელში გადასულიყო საცხოვრებლად.

ახლა ისინი ტანძიაში ცხოვრობენ, მართალია მათი სახლის შემხედვარე, ძნელია მათ არსებობას „ცხოვრება“ დავარქვათ. ძველი შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარია, სახურავიდან წვიმის დროს წყალი ჩამოდის, კედლები დაბზარულია, ფანჯრებში არ არის შუშები და ზამთარში ოთახების გათბობა ფაქტობრივად შეუძლებელია. იატაკი ეს ცალკე თემაა. სიძველისგან ფიცრები დალპა და შესაძლებელია ნებისმიერ დროს ჩაინგრეს..

საწოლები ყველას არ ყოფნის და უფროს ბავშვებს აგურებზე დადებულ ფიცრებზე სძინავთ. ასეთ პირობებში უხდებათ ცხოვრება ათ ბავშვს - ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას!

ბავშვები განათლებულები, ზრდილობიანები, ჭკვიანები, ლამაზები და მზრუნველები არიან. მათ იციან, რომ ბეჯითი სწავლით და გულმოდგინე შრომით დააღწევენ თავს ამ მდგომარეობას. მათ არ აშინებთ სიძნელეები და ყველანაირად გვერდში უდგანან მშობლებს!

უფროსი ბიჭები იოანე, ზოსიმე და სიმონი მამას ეხმარებიან და ოცნებობენ საკუთარი მეურნეობა და ფერმა ჰქონდეთ, რომ არა მხოლოდ საკუთარი ოჯახი შეინახონ, არამედ სხვებსაც გაუწიონ დახმარება. მათ კარგად იციან რა არის შიმშილი, სიცივე და გაჭირვება.

ანას უნდა ჟურნალისტი გახდეს, მაგრამ ოჯახს არ გააჩნია საშუალება, რომ მის მომავალ განათლებაზე იზრუნოს. ტყუპებს მარიამს და ქრისტინეს ძალიან უყვართ კითხვა. მათ სკოლის ბიბლიოთეკის ყველა წიგნი გადაიკითხეს, ახალი წიგნების შესაძენად კი თანხა არ აქვთ. 10 წლის ბარბარე მასწავლებელი უნდა გამოვიდეს, 6 წლის ქეთევანი მოცეკვავეობაზე ფიქრობს. ყველაზე პატარებს - ნიკოლოზს და დავითს სათამაშოები ენატრებათ, ისეთები, სხვა ბავშვებს რომ აქვთ.

ღვალაძეების მრავალშვილიანი ოჯახი საჭიროებს პროდუქტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, სასკოლო ნივთებს და საწოლებს...მაგრამ ყველაზე მეტად ისინი ოცნებობენ ფერმაზე. ძროხა და თხები რომ ჰყავდეთ და თავად შეძლონ საკუთარი ოჯახის გამოკვება. მათ ძალიან უნდათ მუშაობა, უბრალოდ ჩვენ ამაში უნდა დავეხმაროთ!

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ გთხოვთ ყველა გულისხმიერ ადამიანს დახმარების ხელი გავუწოდოთ ღვალაძეების მრავალშვილიან ოჯახს ცხოვრების ამ უმძიმეს პერიოდში! ოჯახის დასახმარებლად თქვენი უმნიშვნელო შემოწირულობაც კი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ღვალაძეების ოჯახი) ან პირდაპირ ფონდის ვებ გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/145/
არ დარჩეთ გულგრილი ამ ოჯახის მიმართ, ვინ იცის, იქნებ ეს არაჩვეულებრივი ბავშვები მომავალში ცნობილი ადამიანები გახდნენ და საქართველო ასახელონ - ამაში კი ჩვენი დამსახურებაც იქნება!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42