დავით აღმაშენებლის გამზირზე საინჟინრო - საკომუნიკაციო ქსელის რეაბილიტაცია სრულდება
საზოგადოება - 14:22, 29 Aug, 2016     1507
თბილისის განვითარების ფონდის პროექტის, „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის აუცილებლობა დადგა რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო:

1. მარჯანიშვილის მოედნიდან საარბრუკენის მოედნამდე მონაკვეთში მოძველებული იყო საკანალიზაციო და წყლის მიწოდების სისტემა, რომელიც აღარ აკმაყოფილებდა დღევანდელ მოთხოვნებს;
2. გამზირის ამ ნაწილში საერთოდ არ არსებობდა სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემა, რის გამოც გრუნტის წყლები საფრთხეს უქმნიდა გამზირზე განთავსებული შენობების კონსტრუქციულ მდგრადობას;
3. გამზირის ამ მონაკვეთის კომერციულად გააქტიურების პროგნოზის მიხედვით, როგორც წყლის, ისე ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის არსებული სიმძლავრეები ითხოვდა ზრდას;
4. აუცილებელი იყო გამზირზე საჰაერო წესით განთავსებული სხვადასხვა ტიპის ქსელის მოწესრიგება ისე, რომ შენობების ვიზუალური მხარე არ დამახინჯებულიყო გაყვანილობებით;
5. გამზირის ახალი კონცეფციის მიხედვით აუცილებელი იყო, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების მთელი რიგი კონფიგურაციული ცვლილებები.

ზემოთ აღნიშნული სამუშაოები 2016 წლის აპრილში დაიწყო და მოიცავდა: 1. კანალიზაციის მაგისტრალური ქსელის შეცვლას. 2. სანიაღვრე ქსელის მოწყობას. 3. სადრენაჟე ქსელის მოწყობას. 4. მაგისტრალური წყალსადენი სისტემის შეცვლას. 5. ბუნებრი აირის მილების შეცვლას. 6. გარე განათების სადენების მოწესრიგებას. 7. მაღალი ძაბვის დენის, ელექტრო ენერგიის გადამცემი მაგისტრალური სადენების შეცვლას. 7. ყველა ტიპის სუსტი დენების გაყვანილობის შეცვლას.

პროექტის ფარგლებში, აპრილიდან დღემდე საინჟინრო საკომუნიკაციო სისტემის განახლებასთან და ახლის მოწყობასთან დაკავშირებით, შესრულდა შემდეგი სამუშაოები:

• გარკვეულ მონაკვეთებში მაგისტრალური კანალიზაციის მილის დაზიანებების გამო, გაყვანილობა შეიცვალა გოფრირებული პოლიეთილენის მილებით (ჯამში 713 მეტრი) და მოეწყო კანალიზაციის გამწმენდი ჭები (კამერები).

• დავით აღმაშენებლის გამზირზე, სანიაღვრე ქსელის არ არსებობის გამო, უხვი ნალექის დროს მოსახლეობას ექმნებოდა სარდაფების დატბორვის პრობლემა. პროექტის ფარგლებში აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, მოეწყო სანიაღვრე კოლექტორი საკონტროლო კამერებით (1038 მეტრი).
• მოეწყო სადრენაჟე ქსელი (720 მეტრი) დავით აღმაშენებლის გამზირზე, რომლითაც მოხდება მიწისქვეშა გრუნტის წყლების შეკრება ერთიან მართვად სისტემაში, შედეგად მოიხსნა შენობების საძირკვლების დაზიანების საშიშროება.

• შეიცვალა დაზიანებული მაგისტრალური წყალსადენის ლითონის მილები (962 მეტრი) მაღალი წნევის პოლიეთილენის მილებით, რომლებიც სამომავლოდ იძლევა წლის წნევის 4-ჯერ გაზრდის საშუალებას რაც უზრუნველყოფს წყლის მაღალი წნევით მიწოდებას და ხასიათდება ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადით.

• გაზმომარაგების სისტემის დიდი ნაწილი იყო მოწყობილი საჰაერო გზით, რაც ამახინჯებდა შენობის ფასადებს. პროექტის ფარგლებში, მოხდა ძველი გაყვანილობის დემონტაჟი და მიწის ქვეშ ახალი გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალის მონტაჟი (750 მეტრი).

• შეიცვლება გარე განათების ბოძები და მათი დამაკავშირებელი სადენები. მიწისქვეშ ეწყობა დამატებითი სარეზერვო სადენები (ჯამში 3600 მეტრი).

• შეიცვალა საჰაერო გზით მოწყობილი მაღალი ძაბვის დენის და ელექტრო ენერგიის გადამცემი მაგისტრალური სადენები (1800 მეტრი) და გაიზარდა მათი კვეთები, რაც დამატებითი სიმძლავრის ელექტრო ენერგიის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

დავით აღმაშენებლის გამზირზე, აღნიშნული სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, დარჩენილი სამუშაოები ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების პარალელურად გაგრძელდება და სექტემბრის ბოლოს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42