„საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიციის“ დაფუძნებიდან ერთი წელი შესრულდა
საზოგადოება - 10:18, 29 Aug, 2016     1389
„საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიციის“ დაფუძნებიდან ერთი წელი შესრულდა. კოალიცია 2015 წლის 29 აგვისტოს სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ევროპულმა ახალგაზრდულმა ცენტრმა“, „საქართველოს მომავალ დიპლომატთა კლუბმა“ და „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბმა“ დააფუძნეს.

ჯერ კიდევ, 2015 წლის მაისში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპული ახალგაზრდული ცენტრის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, გიორგი მამულაშვილმა შესთავაზა არასამთავრობო ორგანიზაციებს შექმნილიყო გაერთიანება, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. სწორედ აქტიური კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა „საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიციის“, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება.

კოალიციის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნის სრულფასოვან ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას. ასევე, მათ ინფორმირებას. გაერთიანება წარმოადგენს კომუნიკაციის ძლიერ მექანიზმს ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციათა შორის, რაც ხელს უწყობს მათ ეფექტურ მუშაობას. ამასთან ერთად, კოალიცია მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.

„საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიცია“ აქტიურად თანამშრომლობს სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან“, ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან. კოალიციის კარი ღიაა იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა და დაინტერესებული პირებისთვის, რომლებიც იზიარებენ მის მიზნებსა და ხედვას.

კოალიციის აქტიური ჩართულობით განხორციელდა „ნატო-ს კვირეული“ საქართველოს რეგიონებში. გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა სკოლაში. იგეგმება „ევრო-ატლანტიკური საკითხების საგანმანათლებლო ცენტრის“ შექმნა და სტრატეგია „2020“-ის შემუშავება.

დღეს, „საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიცია“ ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას (“ევროპული ახალგაზრდული ცენტრი”, „მომავალ დიპლომატთა კლუბი“, „ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაცია“, „ევროკლუბი“ და „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“) აერთიანებს და ის ყველაზე დიდი პროდასავლური ახალგაზრდული გაერთიანებაა ქვეყანაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42