7-დან 18 სექტემბრის ჩათვლით რიოში პარალიმპიური თამაშები გაიმართება. საქართველო ასპარეზობაზე 5 სპორტსმენით წარდგება. თავდაპირველად რიოში მხოლოდ ორი სპორტსმენი- ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური და მოცურავე ლიკა ჩაჩიბაია მიემგზავრებოდნენ, თუმცა დოპინგ-სკანდალის გამო, ასპარეზობიდან რუსეთის პარალიმპიური ნაკრების მოკვეთის შემდეგ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ვაკანტური ლიცენზიები სხვა ქვეყნებზე გადაანაწილა და საქართველოდან კიდევ სამი სპორტსმენი ირმა ხეცურიანი (ეტლით ფარიკაობა), აკაკი ჯინჭარაძე (ეტლით მოსარგებლე წოლჭიმი) და ვანო წიკლაური (მშვილდოსნობა) დაემატა.
საქართველოს პარალიმპიელთა დელეგაცია რიოში 18-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრება, რაც სარეკორდო მაჩვენებლია. პარალიმპიელთა პირველი ნაწილი ბრაზილიაში 31 აგვისტოს გაემგზავრება, ხოლო მეორე ჯგუფი - 11 სექტემბერს.
პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობას 176 დელეგაციის წარმომადგენელი 4500 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები