კომპანია "თელასის" ცნობით გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება 26 აგვისტოს დროებით შეეზღუდება
ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II და IV კვარტლების და რომელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის და შავგულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ჯავახეთის, ქინძმარაულის, ბაბუციძის, ნაკადულის, მამისაშვილის და იმედაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






