ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტთან მიმართებით მაია მიმინოშვილი განმარტებას აკეთებეს. მისი განცხადებით, გამჟღავნებული პირველადი შედეგები, რომელიც აბიტურიენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, საბოლოო შედეგებს ემთხვევა, თუმცა მისივე განმარტებით, ცვლილებებია საბოლოო შედეგებში საგრანტო კონკურსში.
„ის რაც მოხდა ღამის 11 საათზე, პირველად გავუშვით ჩარიცხვების პროგრამა, დამოუკიდებლად ორჯერ. ყველაფერი დაემთხვა ერთმანეთს და სწორედ აი ამ პერიოდის განმავლობაში შეტყობინებების სერვისი არ იყო გამორთული. ამ პერიოდში როდესაც ერთი-ორი აბიტურიენტი შემოვიდა და მისთვის ხელმისაწვდომი იყო ის ინფორმაცია, რაც ჩვენს ბაზაში იყო, პირველადი ჩარიცხვების ინფორმაციას ვგულისხმობ, ბუნებრივია სასწრაფოდ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცენტრმა უკვე შედეგები გამოაცხადა.
მცირედი ცვლილება შეეხო მხოლოდ და მხოლოდ საგრანტო კონკურსს, რაც შეეხება ჩარიცხვებს, ის რაც ნახეს პირველადი ინფორმაცია ბოლო ინფორმაციას ემთხვევა. ასე რომ ეს იყო ტყუილი აჟიოოტაჟი, მე ამას ვერც ხარვეზს დავარქმევ და ვერც გაუგებრობას.
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით, რამდენიმე აბიტურიენტს დაემატა გრანტი, რამდენიმე აბიტურიენტს ის გრანტი, რაც პირველადი მონაცემებით იყო შეუმცირდა,“-განაცხადა მაია მიმინოშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






