"ჩემი შვილის სიცოცხლე დასრულდა, ახლა თქვენი შვილებისთვის ვიბრძვი"- ირინა ენუქიძის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა
საზოგადოება - 15:22, 24 Aug, 2016     15578

" მწამს, რომ ქალბატონი ირინას გამარჯვებამ ძალადობრივ რეჟიმზე საფუძველი ჩაუყარა ისეთ საქართველოს, სადაც არც ერთ დედას აღარ ხვდება წილად ასეთი ტრაგიკული ბედი"- ამ სიტყვებით იხსენებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სანდრო გვირგვლიანის დედას, ირინა ენუქიძეს.

დღეს ენუქიძის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა.

"დღეს ცხრა წელი შესრულდა რაც ჩვენ გვერდით აღარ არის ქალბატონი ირინა ენუქიძე - განსახიერება ძალადობის წინაააღმდეგ მებრძოლი ქალისა, რომელიც თავისი შეუპოვრობითა და სამართლიანობისათვის ბრძოლით ჩვენი ეპოქის სიმბოლოდ იქცა.

იგი იბრძოდა არა მხოლოდ კონკრეტული ხელისუფლების, არამედ ზოგადად ძალადობის წინააღმდეგ. იმისთვის, რომ სანდრო გვირგვლიანი მკვლელობის მსგავსი ტრაგედიები აღარასდროს განმეორდეს ჩვენ ქვეყანაში.

‘’ჩემი შვილის სიცოცხლე დასრულდა. მე ახლა თქვენი შვილებისთვის ვიბრძვი’’ - ქალბატონი ირინას სულისშემძვრელი ნათქვამი ასახავს ერთი მხრივ უდიდეს ტრაგიზმს, მეორე მხრივ კი სხვებისადმი უანგარო თავდადებას.

ქალბატონი ირინას ხსოვნა გვასწავლის, რომ ძალადობისადმი შეუწყნარებლობა ის საფუძველია, რომელსაც საზოგადოების განვითარება უნდა დაეუფძნოს; რომ ერთი ადამიანის როლი ასეთი საზოგადოების ჩამოყალიბებაში ზოგჯერ შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

და მე ღრმად მწამს, რომ ქალბატონი ირინას გამარჯვებამ ძალადობრივ რეჟიმზე საფუძველი ჩაუყარა ისეთ საქართველოს, სადაც არც ერთ დედას აღარ ხვდება წილად ასეთი ტრაგიკული ბედი. და რომ ჩვენი შვილები მშვიდობიან, უსაფრთხო გარემოში გაიზრდებიან"- აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42