ჰაკერული თავდასხმა NAEC-ის ვებ-გვერდზე? - გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტება
საზოგადოება - 14:14, 24 Aug, 2016     24441
განათლების ეროვნული ცენტრი სკანდალში გაეხვა. გუშინ, 23 აგვისტოს აბიტურიენტებმა, ცენტრისგან, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესახებ ინფორმაცია ვადაზე 2 დღით ადრე მიიღეს. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს საბოლოო შედეგი არ ყოფილა და ახალგაზრდებმა არასრული, დაუმუშავებელი ინფორმაცია მიიღეს. "ნიუპოსტთან" საუბრისას, განათლების ეროვნულ ცენტრში არ გამორიცხეს, რომ შესაძლებელია მონაცემები შეიცვალოს.

ცენტრის წარმომადგენელმა, ეროვნული გამოცდების შედეგების სმს-ით ვადაზე ადრე გავრცელებასთან დაკავშირებით „ნიუპოსტთან“ საუბრისას განმარტა, რომ "NAEC-ის ვებ-გვერდზე ჰაკერული თავდასხმა არ განხორციელებულა და ეს გაუგებრობა მხოლოდ ტექნიკური პრობლემა იყო".

რაც შეეხება უშუალოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის - მაია მიმინოშვილის შეფასებას, რომელსაც აბიტურიენტები და მათი მშობლები აქტიურად ითხოვენ, ცენტრში გვითხრეს, რომ დამატებითი კომენტარი არ გაკეთდება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახური მედიას სთხოვს, რომ დაეყრდნოს დღეს გავრცელებულ კომენტარს.

„ნიუპოსტი“ ,,ნაეკის” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

,,ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების (ჩარიცხვებისა და გრანტირების შესახებ ინფორმაცია) გამოქვეყნებამდე სავალდებულოა მონაცემების რამდენიმე ეტაპად შემოწმება. ეს პროცედურა ე.წ. წინასწარი ჩარიცხვების განხორციელებასაც გულისხმობს, რომლის შემდეგ რამდენიმე მიდგომით დასტურდება სისტემაში არსებული ყველა მონაცემისა და შედეგის სიზუსტე.

23 აგვისტოს, საღამოს, ამ პროცესის მიმდინარეობისას, მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისის გამორთვამდე, აბიტურიენტები, რომლებიც აგზავნიდნენ საკუთარ კოდს ნომერზე 93333, ქულებთან ერთად იღებდნენ იმ მომენტისათვის სისტემაში არსებულ ინფორმაციასაც. ამის გამო მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი დროებით გაითიშა და აღდგა გათიშვიდან ერთი საათის შემდეგ. ამ ეტაპზე აბიტურიენტები მხოლოდ თავიანთ შედეგებს იღებენ სმს-თ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ბოდიშს უხდის აბიტურიენტებს სამუშაო პროცესში წარმოქმნილი გაუგებრობის გამო და აცნობებს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები მონაცემების დამუშავების დასრულებთანავე, სავარაუდოდ, 25 აგვისტოს გამოქვეყნდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება სმს-ბის საფასურს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით აბიტურიენტებს, რომლებმაც მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგაზავნეს სერვისის გათიშვის პერიოდში, ამ მომსახურების თანხა არ ჩამოეჭრებათ.

,,კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ აბიტურიენტებს, რომლებმაც მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგაზავნეს სერვისის გათიშის პერიოდში, ამ მომსახურების თანხა არ ჩამოეჭრებათ. მათ, ვინც სერვისის გათიშვამდე გააგზავნა შეტყობინება, გარდა ქულებისა, მიიღო იმ მომენტისათვის სისტემაში დამატებით არსებული ინფორმაცია და მომსახურების საფასური – 50 თეთრი ჩამოეჭრათ ანგარიშიდან. თუ აბიტურიეტი მიიჩნევს, რომ ქულებთან ერთად დამატებითი ინფორმაციის მიღების გამო ამ საფასურის გადახდა არ არის სამართლიანი, ვთხოვთ, მოგვართოს განცხადებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, მისამართზე: მინდელის N9”- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42