ქარის მოტანილი წერილების დღე - 22 სექტემბერს მეშვიდედ აღინიშნება
საზოგადოება - 14:10, 24 Aug, 2016     3295
22 სექტემბერს წელს უკვე მეშვიდედ აღინიშნება ქარის მოტანილი წერილების დღე.

ამ დღეს საფუძველი 2010 წელს ჩაეყარა თბილისში და ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება. პირველივე წლებიდან ამ ღონისძიებას საერთაშორისო ხასიათი აქვს, მასში მონაწილეობენ როგორც საზღვარგარეთ მყოფი ქართველები, ასევე უცხოელებიც. 22 სექტემბრის აღნიშვნას უერთდებიან სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები და სხვადასხვა ორგანიზაციები.

დღის მთავარი მიზანი პოზიტივის გავრცელებაა. მისი სლოგანია: „ბუნებაში უკვალოდ არაფერი იკარგება, მითუმეტეს სითბო, რომელსაც გავცემთ“ და „ჭეშმარიტება ოცნებაშია“.

ქარის მოტანილი წერილების დღეს ყველა მსურველი ნებისმიერ ენაზე წერს ხელნაწერ, ნებისმიერი შინაარსის, ზომისა და რაოდენობის წერილს/ებს და ტოვებს სადაც თავად სურს (ქუჩაში, ტრანსპორტში, შენობაში...) იმ მიზნით, რომ ვინმემ იპოვოს. წერილებს არ აწერია ავტორი და ადრესატი და მპოვნელის საკუთრება ხდება.

თითოეულ ადამიანს საკუთარი მიზეზი აქვს 22 სექტემბრის აღნიშვნაში ჩასართავად: ზოგს დადებითი ემოციის გაცემა სურს, ზოგს - გულის გადაშლა, ზოგს ხელნაწერი წერილების რომანტიკა იზიდავს და ზოგს სჯერა, რომ ბედისწერა იმ ერთადერთს აპოვნინებს.

წლევანდელი ქარის მოტანილი წერილების დღის ერთ-ერთი მიმართულება იქნება „წერილებმა იციან მოგზაურობა“ და გაცილებით მეტი წერილი დაიწერება ტურისტებისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის:

ბლოგი - http://qarismotanilicerilebisdge.blogspot.com/

ვებ-გვერდი - http://22seqtemberi.wixsite.com/event

ფეისბუქის გვერდი - https://ka-ge.facebook.com/windbroughtenletters/

youtube არხი - https://www.youtube.com/channel/UCULTPgzU63hS6aIAw4D72Jg





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42