,,დანიელა დესი შარშან მეუღლესთან ფაბიო არმილიატოსთან ერთად ჩვენი მოწვევით იმყოფებოდა საქართველოში, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჩვენი ფონდის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო მარათონში, დანიელამ ძალ-ღონე არ დაიშურა და ქართველი ბავშვების გადასარჩენად მხარი დაუჭირა ნინო სურგულაძის ინიციატივას რაც შეიძლება მეტი ბავშვი გადარჩენილიყო.
ვიზიტის ფარგლებში დანიელა დესი მის უწმინდესობას - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს სტუმრობდა, სადაც მან უწმინდესს მის მიერ დაწერილი „ავე მარიას“ შესრულების კურთხევა სთხოვა. დანიელამ უწმინდესის მიერ დაწერილი „ავე მარია“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შეასრულა.
დანიელა გახლდათ მე-20-ე საუკუნის მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიო საოპერო სცენაზე და მან ეს აღიარება მისივე უნიკალური ხმით მოახერხა.
ვწუხვართ და სამძიმარს ვუცხადებთ იტალიელ ხალხს და დანიელას ოჯახს, მადლობას ვუხდით გადარჩენილი ბენეფიციარების სახელით.
დანიელას გარდაცვალების შემდეგ ჩვენი ფონდი მას გადასცემს სპეციალურ ჯილდოს სიცოცხლის გადარჩენის ხელშეწყობისთვის“ - ნათქვამია ნინო სურგულაძის სამძიმრის წერილში.
მასალის გამოყენების პირობები






