ომბუდსმენი გაზსადენის აფეთქებაში ბრალდებულზე შესაძლო ძალადობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
საზოგადოება - 17:56, 23 Aug, 2016     2683
გაზსადენის აფეთქებაში ბრალდებულის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტს სახალხო დამცველი სპეციალური განცხადებით ეხმაურება. ომბუდსმენი საქართველოს მთავარ პროკურატურას საგამოძიებო მოქმედებების მყისიერად ჩატარებისკენ მოუწოდებს.

"2016 წლის 22 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულ იქნა საქართველოს შვიდი მოქალაქე, რომელთაც ბრალად ედებათ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქების მომზადებაში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი დაკავებული პირის ოჯახის წევრის განცხადებით, ბექა ბექაური დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას დაკავების დროს, რაც გახდა მოგვიანებით აღიარებითი ჩვენების მიცემის საფუძველი.

საქმის სრულყოფილი შესწავლის მიზნით, ჩემი რწმუნებულები გუშინვე იმყოფებოდნენ ჰოსპიტალში, თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში რწმუნებულებმა ვერ შესძლეს ბრალდებულთა მონახულება, რაც სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებმა უსაფრთხოების სამსახურის მიერ ნებართვის გაუცემლობით ახსნეს. სამწუხაროდ გუშინ, ახლადნაოპერაციებმა ბრალდებულმა ფიზიკური სისუსტის გამო ჩემს წარმომადგენლებთან საუბარი ვერ მოახერხა.

ჩვენს მიერ ბექა ბექაური დღესაც იქნა მონახულებული და გამოკითხული, ასევე, მოვიპოვეთ ჰოსპიტალიდან და თბილისის N1 იზოლატორიდან ბექა ბექაურის სამედიცინო დოკუმენტაცია. ბრალდებულის განმარტებით, იგი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას დაკავებისას, კერძოდ, შუბლის ძვალი ჩაუმტვრიეს კონდახით, რის გამოც დაკარგა გონება და არ ახსოვს, როდის გადაუმტვრიეს თითები. ამასთან, ბექა ბექაურის მტკიცებით, მისი დაკავება განხორციელდა 2016 წლის 20 აგვისტოს დაახლოებით 12:00 საათზე, და მიუხედავად თავის ქალას ღია ჭრილობისა და მარცხენა მტევნის დაზიანებისა, ღამის დაახლოებით 11:00 საათამდე მას არანაირი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს.

სამედიცინო დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ბექა ბექაური დაახლოებით 23:00 საათზე შეიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, თუმცა, ვერ მიიღო იზოლატორმა არსებული მრავლობითი დაზიანებების გამო. მრავლობითი დაზიანებების გამო, ბრალდებული ორჯერ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც საბოლოო ჯამში ჩაუტარდა ქირურგიული მკურნალობა.

ამრიგად, შესაძლებელია სახეზე იყოს ბექა ბექაურის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი სამართალდამცავების მხრიდან, ამავდროულად მრავლობითი დაზიანებების მიუხედავად ბრალდებულს დაახლოებით 11 საათის განმავლობაში არ გაეწია არანაირი სამედიცინო დახმარება, რაც თავის მხრივ შესაძლოა მიუთითებდეს მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე.

შესაბამისად, მოვითხოვ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მყისიერად დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები, ტერორიზმში ბრალდებული ბექა ბექაურის მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით"- ნათქვამია განცხადება.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42