გამოფენა ნიუ იორკის და თანამედროვე ხელოვნების ყველაზე პრესტიჟულ გალერისივრცეში ჩელსიში გაიხსნება.
გამოფენას ემანუელ ფრემინ გალერი უმასპინძლებს. ოფიციალური საღამო რვა სექტემბერს იგეგმება. ცხელი აგვისტოს განმავლობაში ნიუ იორკის გალერეების უმრავლესობა იკეტება და ისინი თავის საუკეთესო გამოფენებს სწორედ რვა სექტემბერს ხსნიან.
პირველად ნიუ იორკის საგამოფენო სივრცეში ,შემოდგომის სეზონს ქართველი მხატვრებიც გახსნიან; ბესარიონ არბოლიშვილი, ნინო პაიჭაძე, ავთანდილ გახოკიძე, ზაზა ხაბულიანი, ეკატერინე მერაბიშვილი, პაპუნა დაბრუნდაშვილი, ნანა გაგოშიძე, ცირა ახობაძე, ალექსანდრე აჭარაძე, ბესრაიონ როსტიაშვილი, დავით დოთიაშვილი, თიკა გზირიშვილი და დავით არბოლიშვილი ასეთია არტისტების ჯგუფის შემადგენლობა, რომელთაც სეზონის გახსნა ხვდა წილად; როგორც გამოფენის ორგანიზატორმა მარიტა დამენიამ განაცხადა, ეს ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ქართველი მხატვრების მეოთხე გამოფენაა ნიუ იორკში, გამოფენებს ყოველთვის დიდი რაოდენობით დამთვალიერებელი ჰყავს და დიდ ინტერესს იწვევს.
მასალის გამოყენების პირობები