ლეონიდ ჩერნოვეცკის ფეისბუქის გვერდის გამომწერების რაოდენობამ 300 ათას ადამიანს გადააჭარბა
საზოგადოება - 10:43, 23 Aug, 2016     1818
ლეონიდ ჩერნოვეცკის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის გამომწერების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ჩერნოვეცკის 300 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და ეს რიცხვი სხვა ქართველი პოლიტოსების გვერდების გამომწერების რაოდენობას აღემატება.

დღეისათვის შეგვიძლია ლეონიდ ჩერნოვეცკის მუდმივი აუდიტორიის რიცხვი აჭარის მოსახლეობის რაოდენობასთან შევადაროთ, რომელიც არსებული მონაცემებით, 2016 წელს 337 ათას ადამიანს შეადგენს.

ამგვარად, ლეონიდ ჩერნოვეცკი სულ უფრო მეტი თანამოქალაქის გულს იპყრობს და ქართველ პოლიტიკოსებს შორის თავის მოწინავე პოზიციებს ამყარებს.

შედარებისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს 271 ათასი გამომწერი ჰყავს, კახა კალაძეს გვერდს–245,7 ათასი, ხოლო გიორგი მარგველაშვილს–223,1 ათასი გამომწერი.

კომპანია „SocMedia Laboratory“–ს განცხადებით, რომელმაც კვლევა ჩაატარა, აგვისტოში ლეონიდ ჩერნოვეცკის ფეისბუქ გვერდი „უპრეცედენტო ლიდერია ყველა სხვა ქართველი პოლიტიკოსების გვერდებს შორის გამომწერების საერთო რაოდენობით.“

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ, თავისი პერსონალური გვერდი, საქართველოში ყველაზე პოპულარულ ვებ პლატფორმაზე 2014 წელს შექმნა. მისი გვერდის მეგა პოპულარობა დაკავშირებულია იმასთან, რომ ამ სერვისის მეშვეობით ის საქართველოში ცხოვრების დონის გაუმჯობესების შესახებ იდეებს მუდმივად და აქტიურად სწევს წინ, ლობირებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემებს ქართული საზოგადოებისთვის და ასევე გამომწერებს თავის უნიკალურ გამოცდილებას და ოჯახის ექსკლუზიურ ფოტოებს უზიარებს.

ცნობისთვის, ქართველი პოლიტიკოსების ოფიციალური ფეისბუქ გვერდების მონაცემები (გამომწერების საერთო რაოდენობა, მათი მატება, გამომწერების რაოდენობა საქართველოდან, პოსტების რაოდენობა დღიურად და აუდიტორიის ჩართულობა) კომპანია „SocMedia Laboratory“–ის მიერ შეგროვებული და გაანალიზებული იყო 2016 წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით. კვლევის მიზანს წარმოადგენდა სოციალური ქსელების მეშვეობით პოლიტიკოსების კომუნიკაციის ეფექტურობის კვლევა. ამ დროისთვის, ამ კვლევების ისტორიის განმავლობაში არ დაფიქსირებულა არც ერთი ფაქტი, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკის ფეისბუქ გვერდის რეიტინგს უარყოფითი დინამიკა ჰქონოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42