სამხედროების ოჯახების წევრები ამ დრომდე სანაპიროზე არიან შეკრებილები დასაძიებო ოპერაციაში კერძო მყვინთავების ჩართვას მოითხოვენ.
“დათანხმდნენ ამ ჯგუფს, თვითონ "ვადალაზები" არიან, რომელსაც შეუძლია სიღრმეში ჩასვლა, რომელსაც აქვს ყველანაირი აღჭურვილობა. მინდა რომ მისცენ თანხმობა, უკვე მესამე დღეა უშედეგოდ ტარდება ოფოციალური სამძებრო ღონისძიებები და მოძებნონ ამის იქეთ მარცხენა სანაპიროზე, ჭოროხთან, ჭოროხის შესართავთან რის 700 მეტრი სიღრმე, ეს ჩემი მკვდარი შვილი, უბედური შვილი იქ რომ ჩამიგდოს ვერასოდეს ვეღარ ვნახავ,“ - განაცხადა დაკარგული სამხედროს იაგო შარაძის დედამ ელენემაკრიდისმა.
შარაძის ოჯახის წევრების ინფორმაციით, სამხედროს იმ დღეების ხელფასი, რაც კურსანტი დაკარგულად ითვლება, დააკლეს.
“იაგოს შვილებს აართვეს ლუკმა პური და ამ დროს, ჯერ არც საბუთი არ აქვთ, რომ იაგო დაიკარგა, არც ის საბუთი, რომ მოკვდა. ბუღალტერი აკეთებს საქმეს, როცა ხელფასის დრო არის ერთი კვირით ადრე და რა იცოდნენ რომ იაგო იხრჩობოდა. ან რა სისულელე რა უპატრონო ქვეყანაში ვართ, ადამიანი არც მკვდარი, არც არაფერი და ხელფასი არის ნაკლები. მე ფულის გამო კი არ ვიძახი, უბრალოდ ეს არის უყურადღებობა,“ - აღნიშნა იაგო შარაძის დამ თამარ შარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






