ოთარ დანელია აბაშის რაიონში დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო
საზოგადოება - 12:30, 21 Aug, 2016     2101

აბაშის მუნიციპალიტეტის სამი სოფელის მოსახლეობას 500 ჰექტრამდე მიწის ფართობზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულების საშუალება ექნებათ.

შპს ,,საქართველოს მელიორაცია“ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის პროცესს ახორციელებს. სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

კეთილარის დამშრობი არხის სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის ღირებულება 400 000 ლარს შეადგენს, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში 32 კმ-იანი სადრენაჟე არხი გაწმენდა ხორციელდება. რეაბილიტაციის შედეგად სადრენაჟე მომსახურება აღდგება 3 სოფლის 500 ჰექტრამდე სასოლფო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე. სამუშაოები ტარდება ანჯელის დამშრობი სისტემის რეაბილიტაციის II ეტაპის ფარგლებში.

,,სამელიორაციო სისტემების აღდგენა-რეაბილიტაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთერთი ძირითადი პრიორიტეტია. ბოლო 4 წლის მანძილზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მელიოლირებული ფართობი 45 000 ჰა-დან 106 000 ჰა-მდე გაიზარდა. მიმდინარე წლის ბოლომდე ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. ანჯელის არხის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია სამეგრელოს რეგიონისთვის. წლების მანძილზე მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში არ ჩატარებულა. პროექტის ფარგლებში, საბოლოო ჯამში, გაიწმინდება 100 კმ-მდე სადრენაჟე არხი და ადგილობრივ მოსახლეობას 1500 ჰექტრამდე მიწის ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობა მიეცემათ“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

2016 წლისათვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დამშრალი მიწის ფართობი 16 540 ჰექტრამდე გაიზარდა.

დღეისათვის რეგიონში მიმდინარეობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 2 936 950 ლარის ღირებულების 4 სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ დრენირებული ფართობი 1 550 ჰექტრით გაიზრდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42