ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ სიდნეის სასტუმროს დარბაზში, სადაც გუნდი ავსტრალიელებთან მატჩის წინა შეკრებას ატარებდა, მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს. დღეს ეს ორი ნაკრები ბლედისლოუს თასის გათამაშების პირველ მატჩში უნდა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
"ოლ ბლექსის" აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ტიუმ განაცხადა, რომ მათ მომხდარის შესახებ ავსტრალიის პოლიციასა და ავსტრალიის რაგბის კავშირს შეატყობინეს. იგი ასევე აცხდებს, რომ ამ ფაქტის გამოძიებას ბოლომდე მიადევნებს თვალყურს, რადგან ეს საკმაოდ სერიოზული დანაშაულია.
ავსტრალიის რაგბის კავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების ფაქტთან ყოველგვარი კავშირი უკვე უარყო.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული თასის გათამაშებაში ზელანდიელებმა 43, ხოლო ავსტრალიელებმა სულ 12 გამარჯვება მოიპოვეს.
მასალის გამოყენების პირობები