"სახელმწიფომ მოკლა დემურ სტურუა" - აქცია კანცელარიასთან
საზოგადოება - 11:49, 20 Aug, 2016     4838

მთავრობის ადმინისტრაციასთან 22 წლის დემურ სტურუას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დროულ გამოძიებას მოითხოვენ არასამათავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები.
აქციის ორგანიზატორია, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“, მათ მოთხოვნებს შეუერთდა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი წევრი თამარ კორძაია. აქციის მონაწილეები და პრემიერ-მინისტრს განცხადებით მიმართავენ.
მათ კანცელარიასთან სპეციალური პლაკატიც მიიტანეს რომელზეც წერია რომ: "სახელმწიფომ მოკლა დემურ სტურუა".

„სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ნარკოპოლიტიკის შედეგები უამრავმა ადამიანმა გამოსცადა საკუთარ თავზე. მისი ყოველდღიური პრაქტიკის დიდი ნაწილი ისევ უხილავი ქსელების მეშვეობით ფუნქციონირებს. ამგვარი ძალადობრივი ქსელების მუშაობის წინაპირობას წლების განმავლობაში პოლიციისთვის მიცემული გადაჭარბებული ძალაუფლება ქმნის, რომლის საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი დღემდე არ არსებობს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი ნარკოპოლიტიკის მიზანმიმართული შეტევა საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ფენაზე მიმდინარეობს, რაც საქართველოში არსებული დრამატული სოციალური უთანასწორობის უშუალო შედეგია. მომხდარი დანაშაული კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ პოლიციური კონტროლის მექანიზმები, საჯარო სივრცის მიღმა დარჩენილ ხმაწართმეულ ადამიანებს განსაკუთრებული სიმკაცრით უსწორდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ცნობილი, გახდა აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან სამტრედიის რაიონული პოლიცისკენ დაიძვრებიან. სადაც აქციას სახელწოდებით „დემურ სტურუასთვის პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ!“ გამართავენ.

სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში დასახელებულმა პოლიციელმა გოდერძი თევზაძემ თანამდებობა მედიაში გასული ინფორმაციის შემდეგ დატოვა.

ოჯახი მის დაკავებას მოითხოვს. საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

მიმდინარე წლის 8 აგვიტოს, სამტრედიაში 22 წლის ახალგაზრდამ დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სტურუამ სუიციდამდე წერილი დაწერა, სადაც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა. როგორც ახალგაზრდა წერს, მას სამტრედიის ერთ-ერთი პოლიციელი, სამართალდამცავებთან თანამშრომლობას აიძულებდა.

დემურ სტურუა წერილში წერდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის პოლიციის, გოდერძი თევზაძის მოთხოვნებს არ შეასრულებდა, მას მოკლავდნენ. გარდა ამისა, სტურუა მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობდა მისი თქმით ის პოლიციის მანქანაში ცემეს.

ამასთან ოჯახის ინფორმაციით იმ საბედისწერო ღამეს, გოდერძი თევზაძე მარტო არ იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42