ჟურნალისტისთვის ხელის შეშლა და იძულება - საიას სპეციალური განცხადება
საზოგადოება - 19:04, 19 Aug, 2016     1999
2016 წლის 18 აგვისტოს, ქალაქ რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსში შექმნილი კონფლიქტური ვითარების გაშუქების მიზნით მისულ ჟურნალისტს პოლიციამ იძულების გამოყენებით არ მისცა უფლება შეეგროვებინა და გაევრცელებინა ინფორმაცია, რითაც ხელი შეუშალა მას პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ინტერნეტგამოცემა „მედია.ჯის“ რედაქტორი დავით მჭედლიძე აცხადებს, რომ პოლიციის თანამშრომელმა ფიზიკური იძულების გზით გაუთიშა მას ვიდეოკამერა, არ მისცა კადრების გადაღების საშუალება და ჟურნალისტი ძალის გამოყენებით გააგდო ოთახიდან.

აღნიშნულ ფაქტს საია სპეციალური განცხადებით ეხმაურება:

"ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ნებისმიერი შემთხვევა, მიუხედავად იმისა შეიცავს თუ არა ის დანაშაულის ნიშნებს, მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. განსაკუთრებით საფრთხის შემცველია ჟურნალისტის იძულება, არ გაავრცელოს ინფორმაცია სახელმწიფო უწყებების მუშაობის თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მით უფრო, თუ ასეთი იძულება მომდინარეობს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან. საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად, ამგვარი ქმედება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.


- მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ჟურნალისტ დავით მჭედლიძის მიერ მითითებულ, მისი პროფესიული საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს აღნიშნული საქმე, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგების შესახებ.


- მოვუწოდებთ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, უზრუნველყონ ჟურნალისტებისათვის მუშაობის უსაფრთხო და თავისუფალი გარემო, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში"- აცხადებენ უწყებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42