კომპანია "თელასის" ცნობით გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო 19 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
მთაწმინდის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, აბაშიძის, თაბუკაშვილის, ასათიანის, ლეონიძის და ინგოროყვას ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის II, III კვარტლების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ლისის, ტირიფების, ჩიქოვანის, ნუცუბიძის, მეგრელიძის და ძოწენიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის და ჯანელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჟვანიას ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქრების ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






