საღი ხეების მოჭრის სკანდალი - პროკურატურაში საჩივარი შევიდა
საზოგადოება - 15:49, 18 Aug, 2016     2541
"პარტიზანი მებააღეები" ყაზბეგის გამზირზე მოჭრილი ხეების საკითის შესწავლას პროკურატურისგან მოითხოვენ.

შესაბამისი განცხადება უწყებაში უკვე შევიდა. მოძრაობის წევრები იმედოვნებენ, რომ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

პარალელურად, სარჩელი მოამზადეს საიაშიც. სარჩელი მთავარ პროკურატურაში უკვე გადააგზავნეს. მათი მთავარი მოთხოვნა დროული რეაგირებაა.

„ფაქტი უნდა შეისწავლოს პროკურატურამ და გამოავლინოს, რა ზიანი მადგა გარემოს ამ მოქმედებით,“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის კოორდინატორმა ნონა ქურდოვანიძემ.

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე თბილისის მერმა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ დახურულ კარს მიღმა იმსჯელეს.

თემურ მურღულია არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში გარემოს დაცვის მინისტრი პარტიზან მებაღეებს შეხვდეს.

„ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ არსებული ხეები. ეს არ ნიშნავს, რომ ქალაქში მშენებლობა გაჩერდება, ეს არ ნიშნავს, რომ ახალი არაფერი აღარ აშენდება. ჩვენი პოზიციაა ვიცოდეთ, ვინ დაუშვა შეცდომა, ან ვინ ჩაიდინა ბოროტი განზრახვა, ამას სჭირდება მოკვლევა,“ - განცხადა თემურ მურღულიამ.

ამის პარალელურად კი თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმ „რუსთავი 2“-თან სატელეფონო ჩართვაში განაცხადა: "არის ეჭვი, რომ მოჭრილია საღი ხეები".

„ახლა მზადდება საბუთები და მივმართავთ აუცილებლად პროკურატურას. ადგილზე როცა ვიყავი და ვნახე ეს ხეები, არის ეჭვი, რომ მოჭრილია საღი ხეები. აქ ორი ვერსიაა: ერთი ის, რომ მოიჭრა ის ხეები, რომლებზეც ნებართვა არ ყოფილა და იყო საღი იმ დასკვნის მიხედვით და მეორე, თვითონ დასკვნას აქვს პრობლემა. ჩვენ ველაპარაკეთ კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებმაც ეს დასკვნა გასცეს და გვითხრეს, რომ ისინი დაადასტურებენ თავიანთ სიმართლეს“, - განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.

"პარტიზანი მებაღეების" თქმით ისინი ბრძოლას იქმადე გააგრძელებენ, ვიდრე პაუხისმგებელი პირები არ დაისჯებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42