კახი კახიაშვილი ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ ფედერაციის პრეს-ცენტრი ავრცელებს:
"საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, კახი კახიაშვილის განცხადებით, 2016 წლის 19 სექტემბერს გაიმართება აღნიშნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები.
კახი კახიაშილი: „ძალოსნობისთვის წარმატებული ოლიმპიადის მიუხედავად, მე გადავდექი ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან და გაცნობებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 19 სექტემბერს გაიმართება. როგორც არ უნდა დასრულდეს შემდეგი არჩევნები,მე ყოველთვის ქართული ძალოსნობის გვერდში ვიქნები. სავარაუდოდ, მეც ვიყრი კენჭს და თუ ძალოსნობის საზოგადოება, ძალოსნობის ოჯახის წევრები მხარს დამიჭერენ, კიდევ უფრო მეტი მონდომებით, ენთუზიაზმით გავაგრძელებ მუშაობას. რა თქმა უნდა, შიდა შეჯიბრებები გვაქვს დასაგეგმი, ჩასატარებელია უამრავი შეკრება, საერთაშორისო არენაზე ჩვენი პრესტიჟის დაცვაა აუცილებელი. ეს ყველაფერი დასახვეწია“-აღნიშნულია ფედერაციის პრეს-ცენტრის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები