სამშენებლო კომპანია „სვეტმა“ ქართველ ოლიმპიელებს საჩუქრად ბინები გადასცა. კომპანიას თავიდან ვე გაცხადებული ქონდა, რომ საჩუქარს ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი მიიღებდა, სწორედ ამ აქციის ფარგლებში გახდა ოქროსმედალოსანი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ბათუმში, ,,სვეტის“ მშენებარე კომპლექსში ბინის მფლობელი. ამასთანავე კომპანიამ უკვე გადასცა საჩუქრად ბინები „სვეტის“ ოლიმპიურ ქალაქში ბათუმში ირაკლი თურმანიძეს და შმაგი ბოლქვაძეს როგორც აჭარის რეგიონიდან ლიცენზიანტებს:
„ვულოცავთ ჩვენს სახელოვან ძალოსანს ლაშა ტალახაძეს რიოს ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედლის მოპოვებას. მას ჩვენი კომპანიისგან „ოლიმპიური ოქროს მედალი - ერთი ბინა ოლიმპიურ ქალაქში“ აქციის ფარგლებში საჩუქრად გადაეცემა ბინა ბათუმში, ,,სვეტის“ მშენებარე კომპლექსში.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი თურმანიძეს და შმაგი ბოლქვაძეს, რომლებმაც გუშინ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ჩვენმა კომპანიამ უკვე გადასცა საჩუქრად ბინები „სვეტის“ ოლიმპიურ ქალაქში ბათუმში, როგორც ლიცენზიანტებს აჭარის რეგიონიდან.
22 წლის ლაშა ტალახაძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც წლევანდელ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და ამავდროულად ჯამში დაძლეული 473 კგ-ით მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ვუსურვებთ წარმატებულ ასპარეზობას ყველა დარჩენილ ქართველ ოლიმპიელს!“- აღნიშნულია „სვეტის“ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები