საპარტნიორო ფონდმა ყაზახ პარტნიორებთან „რიქსოს ბორჯომის“ განვითარების სტრატეგია განიხილა
საზოგადოება - 15:42, 17 Aug, 2016     1868
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სასტუმრო კომპლექსის - „რიქსოს ბორჯომის“ განვითარების სტრატეგიის განხილვის მიზნით ყაზახეთის დელეგაცია მიიღო. სამუშაო შეხვედრას ყაზახური მხრიდან ყაზმუნაიგაზ-სერვისის გენერალური დირექტორი ასკაროვ კაირატ მეირამოვიჩი, ყაზმუნაიგაზ-სერვისის გენერალური დირექტორის მოადგილე სეიტოვ ჟანგელდი ისლამოვიჩი და EMEA & Far East-ის ვიცე პრეზიდენტი ერკან ყილდირიმი ესწრებოდნენ.

მხარეებმა მიმდინარე წელს განსახორციელებელი ღონისძიებების და მომავალი წლის გეგმების შესახებ ისაუბრეს და განიხილეს „რიქსოს ბორჯომის“ განვითარების სტრატეგია და სამომავლო პერსპექტივები.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი „რიქსოს ბორჯომი“ 20015 წლის 14 იანვარს გაიხსნა. კომპლექსი ლიკანში, ე.წ. IV-ე სამმართველოს სახელით ცნობილ ტერიტორიაზე მდებარეობს. სასტუმროში 151 ნომერია – სტანდარტული, ლუქსის და საპრეზიდენტო. კომპლექსი აერთიანებს რესტორანს, კაფე-ბარებს, საკონფერენციო დარბაზებს, ფეხბურთის სათამაშო მოედნებს, სპა ცენტრს, საცურაო აუზს, ბავშვთა გასართობ ცენტრს „რიქსი ქლაბს“ და დამხმარე ნაგებობებს.

„რიქსოს ბორჯომის“ ასაშენებლად საპარტნიორო ფონდმა და „ყაზმუნაიგაზმა“ 48 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42