15-კომედიანტისგან შემდგარი ჯგუფი საქართველოში შოუმდე ერთი დღით ადრე, 19 აგვისტოს ჩამოვა: პროექტის დამფუძნებელი გარიკ მარტიროსიანი, გარიკ ხარლამოვი, ტიმურ ბატრუდინოვი, დემის კარიბოვი, ანდრეი სკოროხოდი, სოხუმში დაბადებული ზურაბ მატუა, ანდრეი ავერინი, დიმიტრი სოროკინი, მარინა კრავეცი, ჯგუფი USB, დიმიტრი გრაჩევი (სწორედ ის ასახიერებს პუტინს), ვარდან ზადოიანი.
სპორტის სასახლეში მისულ მაყურებელს 3-საათიანი შოუ დახვდება. Comedy Club წელს ტურნეში იმყოფება. საქართველოში ისინი სოჭიდან ჩამოვლენ და შოუს შემდეგ ერევანისკენ გააგრძელებენ გზას, სადაც უკვე 23 აგვისტოს გამართავენ შოუს.
პროექტის ღირებულებიდან გამომდინარე განისაზღვრა ბილეთის ფასიც - ბილეთის ყიდვას მაყურებელი 20 ლარიდან ფარგლებში შეძლებს. ონლაინ შეძენა შესაძლებელია www.biletebi.ge, www.tkt.ge, ასევე ჭავჭავაძის 7-ში, მაღაზიაში “ბიბლუსი”
Comedy Club-ის ხუმრობის საგანს წარმოადგენს ყველაფერი: კავკასიელები და მათთან დაკავშირებული სტერეოტიპები, ვლადიმერ პუტინის პერსონა და მმართველობის სტილი, ადამიანური ურთიერთობები და სხვა.
პოპულარული იუმორისტული შოუ Comedy Club პირველად ეთერში 2005 წლის 23 აპრილს გავიდა. მას შემდეგ მათი სხარტი ხუმრობები, შეუდარებელი პაროდიები და ვირტუოზული იმპროვიზაციები მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.*-
მასალის გამოყენების პირობები