თაფლში ჩასვენებული 19 წლის ბიჭი 15 წლის შემდეგ, ილია II-ის თხოვნით ქრისტიანული წესით დაკრძალეს
საზოგადოება - 19:04, 16 Aug, 2016     227334

სოფელ ქანდასთან გამავალი ცენტრალური გზიდან კარგად ჩანს სასაფლაოზე მდგარი მემორიალი, რომლის ქვეშაც 19 წლის ზურაბ წიკლაური დასაფლავებული. ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი 15 წლის განმავლობაში ოჯახის წევრების გადაწყვეტილებით თაფლში იყო ჩასვენებული. 2012 წელს კი პატრიარქის რჩევით მიცვალებული თაფლიდან გადმოასვენეს და ქრისტიანული წესით დაკრძალეს. ამ ისტორიის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ გარდაცვლილის დედა ნანა წიკლაური საუბრობს.

ნანა წიკლაურის თქმით მისმა შვილმა თავი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოიკლა, რადგან ჩათვალა, რომ მისი მიზეზით სამი მცირეცლოვანი ბავშვი დაიღუპა. თუმცა რეალურად ავტოკატასტროფას მსხვერპლი არ მოჰყოლია და ბავშვები ცოცხალი გადარჩნენ.

შენთხვევა 1997 წლის 6 აგვისტოს მოხდა:

„ჩემს შვილს თეთრი „მერსედესი“ ჰყავდა, რომელიც იმ შემთხვევის შემდეგ ოჯახში დგას და არარავინ მიჰკარებია. ამ მანქანით ზურა და მისი მეგობრები სახლისკენ წამოვიდნენ და გზაზე საპირისპიროდ მომავალ ავტომანქანას დაეჯახნენ. სადაც 3 პატარა ბავშვი იჯდა. მანქანიდან ხნიერი ქალი გადმოსულა და უყვირია- ბავშვები მომიკალიო. ზურამ ამხელა ემოციას ვერ გაუძლო, მანქანიდან პისტოლეტი ამოიღო და იმ ხალხის თვალწინ თავი მოიკლა. რეალურად ბავშვებს არაფერი მოსვლიათ და შიშისგან ჩაყუჟულები იყვნენ.“- აღნიშნავს ნანა წიკლაური.

როგორც გარდაცვლილის დედა ინტერვიუში ამბობს, მისი მეუღლე 2012 წელს პატრიარქმა დაიბარა და ურჩია, რომ ცხედარი ქრისტიანული წესით დაეკრძალათ.

„ჩვენს მაშინდელ მდგომარეობას ვერ აგიწერთ. საშინელი სტრესი მქონდა. ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, ბავშვი რომ შენახულიყო, თაფლში მოეთავსებინა, ამიტომ აკლდამა გააკეთებინა, უამრავი თაფლი მოატანინა, სასახლეს ნახვრეტები გაუკეთეს და ამ თაფლში ჩადგეს. 2012 წლამდე ასე იყო, შემდეგ პატრიარქმა დაგვიბარა და მისი რჩევით ბავშვი თაფლიდან გადმოასვენეს, თუმცა მე ამის შესახებ გაცილებით გვიან გავიგე. პატრიარქმა გამოაგზავნა ხალხი, კუბო გახსნეს და ბავშვს წესი ხელმეორედ აუგეს. ისე, თაფლი მართლაც სასწაული ყოფილა. ზურა როგორიც ჩავასვენეთ, ისეთივე დაგვხვდა. უბრალოდ, მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ ბავშვი არ იცვლებოდა. არ მინდოდა, იმის წარმოდგენა, რომ ჩემი შვილი გაიხრწნებოდა, ამიტომ მინდოდა სულ თაფლში ყოფილიყო, მაგრამ ბოლოს აღარ დამიჯერეს – არ შეიძლებაო. ჩვენ, საქართველოში ერთადერთი ოჯახი ვიყავით, მაგრამ მაკედონელი ხომ თაფლში შენახული გადაასვენეს. სხვათაშორის, თაფლი დროთა განმავლობაში თურმე სანთლად იქცევა და ერთგვარი კაფსულის ფორმას იღებს. ასე მოხდა ჩემი შვილის შემთხვევაშიც, თაფლიდან ამოყვანის შემდეგ ბავშვი ქრისტიანულად დაკრძალეს და მიწა მიაყარეს, მაგრამ ადგილი არ შეუცვლიათ“, – აცხადებს გარდაცვლილი ზურა წიკლაურის დედა ნანა წიკლაური. მისივე თმით, ზურას თვითმკვლელობით გამოწვეული ცოდვა პატრიარქმა თავის თავზე აიღო.

„პატრიარქმა დიდი პატივი გვცა. ზურას ცოდვა თავის თავზე აიღო და დაგვპირდა, რომ მისი სულის გადარჩენისთვის ილოცებდა“, – ამბობს ნანა წიკლაური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42